ალტე უნივერსიტეტი

აკადემიური თანამდებობები - ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე, შემდეგი მიმართულებით:


1. ფინანსები

  • პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
  • ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული


2. მარკეტინგი

  • პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
  • ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული


3. მენეჯმენტი

  • პროფესორი - 5 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
  • ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული


4. ინფორმაციული ტექნოლოგიები

  • პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
  • ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული


ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


1. პროფესორი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით: 
დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
შესაბამისი მიმართულებით, მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;


2. ასოცირებული პროფესორისთვის, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
შესაბამისი მიმართულებით, მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;


3. ასისტენტ-პროფესორისთვის, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
შესაბამისი მიმართულებით, მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;


4. ასისტენტისთვის, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
დოქტორანტი;
სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
შესაბამისი მიმართულებით, მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;


აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია შეირჩეს პირი პროფესიული ნიშნით თუ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით და მას აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.


აუცილებელი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების და ციფრული ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენება; 
  • სასურველია გამოცდილება ინოვაციებისა და კვლევის კომერციალიზაციის მიმართულებით;


პიროვნული თვისებები:

  • ცოდნის გადმოცემის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივიანი და მოტივირებული;
  • თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • გუნდური და კონსტრუქციული: კომფორტულად უნდა შეეძლოს კომუნიკაცია, როგორც სტუდენტებთან, ასევე ადმინისტრაციასთან, ბიზნეს საზოგადოებასა და აკადემიურ პერსონალთან;
  • განვითარების მზაობა, ცოდნის გაღრმავებისთვის სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა;
  • კვლევებისა და პროექტების ინიცირება, დაფინანსების მოძიება და კოლეგების ინსპირაცია/დაინტერესება;


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე (იხილეთ თანდართული ფაილი);
  • რეზიუმე (CV);
  • ბოლო 10 წლის სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები;
  • სადისერტაციო თემის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი - თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;


კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება);


კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 24 მაისიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიიღება 2022 წლის 24 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა: 2022 წლის 30 ივნისი - 3 ივლისი; 
  • კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: ­ 2022 წლის 4-11 ივლისი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 12 ივლისი;
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2022 წლის 13 ივლისი – 14 ივლისი;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2022 წლის 15-17 ივლისი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება: 2022 წლის 18 ივლისი;


დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@alte.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2.