ალტე უნივერსიტეტი

უნივერსიტეტის შესახებ

თავად სიტყვა „ალტე“ ლათინური სიტყვაა და მწვერვალს, უმაღლეს წერტილს და მისკენ მიმავალ გზას ნიშნავს. ჩვენ გვჯერა, რომ უნივერსიტეტში გატარებული რამდენიმე წელი მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზის, რომელსაც განათლება ჰქვია. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტმა არამხოლოდ კონკრეტული ცოდნა უნდა გადასცეს სტუდენტს, არამედ უნდა გაუღვივოს მუდმივი განვითარების სურვილი, რათა ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობდეს, ისახავდეს ახალ-ახალ მიზნებს, აღწევდეს მათ და იყოს წარმატებული.
.
ამ ხანგრძლივ გზაზე კი „ალტე უნივერსიტეტი“ არ იქნება უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის იქნება თითოეული სტუდენტისა და კურსდამთავრებულის პარტნიორი, რომელიც დაეხმარება მათ იპოვონ და განავითარონ საკუთარი თავში ის უნიკალური უნარები და შესაძლებლობები, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ.

„ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტები მულტიკულტურულ გარემოში ერთდროულად სწავლობენ, ქმნიან და პრაქტიკულად ეცნობიან იმ სფეროს სპეციფიკას, რომელსაც ისინი ირჩევენ. აქ მიღებული ცოდნა კი არ არის მხოლოდ თეორია, არამედ აქ გატარებული წლები არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც თითოეული მათგანის რეალური წარმატების საფუძველია.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს „სტარტაპ გარაჟი“, რომელიც დაინტერესებულ პირებს საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეების განხორციელებაში ეხმარება.

გარდა ამისა, “ალტე უნივერსიტეტი” თითოეულ სტუდენტს სთავაზობს: 

  • „უნივერსიტეტის ფონდის“ მიერ სწავლის სრულ დაფინანსებას მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში (თუ სტუდენტის GPA არის 3.5 და მეტი);  
  • დასაქმებისა და პრაქტიკის ხელშეწყობას „სტუდენტთა წარმატების სამსახურის“ აქტიური ჩართულობით;  
  • ჩინური ენის უფასო კურსებს „კონფუცის ინსტიტუტში“;
  • გაცვლით პროგრამებს ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში;
  • აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას: კულტურულ და ხელოვნების კლუბებს, იდეების კლუბს, ლიდერების კლუბს, ენების კლუბს, დებატების კლუბს, სამაგიდო თამაშების კლუბს და სხვა.


უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იმ ტიპის ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩვენი სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ. სწორედ ამ მიზნით „ალტე უნივერსიტეტი“ საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტლების ქსელის „ევექსის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა. ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კი, ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს ჩვენს უნივერსიტეტთან აფილირებული სამედიცინო დაწესებულებაა.
„ალტე უნივერსიტეტი“ ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს კონფუცის ინსტიტუტთან, რის შედეგადაც ჩვენს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ძალიან მოთხოვნადი ჩინური ენა სრულიად უფასოდ შეისწავლონ და მიიღონ მონაწილეობა არაერთ გაცვლით პროგრამაში.

ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან: Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის უნივერსიტეტთან, რომლის მიზანიც მრავალმხრივია: მედიცინის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი პროგრამების შექმნა IT ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით; მედიცინის სკოლის სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოსა და ინდოეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში და ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.

ასევე აღსანიშნავია, რომ Northeastern University-სა და ალტე უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიცაა: აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობა; ტრენინგების, სემინარების, ვებინარების დაგეგმვა/განხორციელება; აკადემიურ პროგრამებზე, პროექტებსა და კურიკულუმზე ერთობლივად მუშაობა, კოლაბორაცია აკადემიური პუბლიკაციებისა და სხვა თემატური მასალების მომზადების მიმართულებით.

ალტე უნივერსიტეტი ასევე თანამშრომლობს ერასმუსის პროგრამასთან, რაც ჩვენს სტუდენტებს აძლევს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გაცვლით პროგრამებზე წვდომის რეალურ შესაძლებლობას.

უნივერსიტეტის ყველა სასწავლო პროგრამა აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

შეავსე განაცხადი

მიიღე ამომწურავი ინფორმაცია

თუ ინფორმაცია, რომელიც გაინტერესებს, ვერ იპოვე ვებ-გვერდზე, მოგვწერე და  მიიღე დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის წარმომადგენლისგან.