ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად. აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რეგისტრაციას გაივლის ალტე უნივერსიტეტის პორტალზე - https://alte1.ini.ge/online-register/bachelor
რეგისტრაციის ვადები:
ალტე უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის (როგორც პირველი, ასევე მეორე სემესტრიდან ზემოთ) რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ.
პირველსემესტრელებისთვის:
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია (დოკუმენტაციის წარდგენა; სწავლის საფასურის დაფარვა სტუდენტის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად): 11 - 15 სექტემბერი
- აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა): 18 - 22 სექტემბერი
შემოდგომის სემესტრის დასაწყისი: 25 სექტემბერი
მედიცინის ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებსა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წელი 16 ოქტომბერს იწყება.
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 2 - 6 ოქტომბერი
- აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა): 9 - 13 ოქტომბერი
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება (ატვირთულია უნივერსიტეტის პორტალზე)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი)
- ფოტო-სურათი (3x4)
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის) არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა ან მეურვის პირადობის მოწმობა.
*სტუდენტმა, რომელმაც ონლაინ გაიარა რეგისტრაცია, უნდა წარმოადგინოს დოკუმენტების (ატესტატი და ფოტო-სურათი დისკზე) ორიგინალი ვერსიები არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა.
აბიტურიენტმა ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში. სხვა შემთხვევაში, ის ვერ მოხვდება პრეზიდენტის ბრძანებაში და ვერ მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს. აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლადაბიტურიენტმა უნივერსიტეტს უნდა მიმართოს განაცხადით პრეზიდენტის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე.
გაითვალისწინეთ: ამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.