ალტე უნივერსიტეტი გთავაზობთ Project Management-ის კურსს მოქმედი და დამწყები პროექტის მენეჯერებისთვის, შუა რგოლის მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც უწევს ცვლილებებისა და სხვადასხვა ზომის პროექტების მართვა. კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მონაწილეობას იღებს კომპანიაში სხვადასხვა ზომის პროექტების მართვასა და ცვლილებების განხორციელებაში. ასევე, მათთვის, ვისაც საკუთარ საქმიანობაში მნიშვნელოვნად მიაჩნია პროცესების სწორად დაგეგმვა და მართვა.
კურსის განმავლობაში, განიხილება პროექტების მართვის როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე მეთოდები და პრაქტიკები - ფართოდ გავრცელებული ტექნიკები პროექტის ეფექტურად დაგეგმარებისა და მართვისთვის.
პრაქტიკული აქტივობებისა და მაგალითების საფუძველზე, გაეცნობით და გაანალიზებთ პროექტის მართვის ციკლში არსებულ ყველა შემადგენელ კომპონენტს:
- პროექტის დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
- პროექტის გუნდისა და სტეიკჰოლდერების მართვა;
- შედეგების გაზომვის ინსტრუმენტები და მონიტორინგი;
- ღირებულებაზე დაფუძნებული შედეგები;
- რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
პროექტის ფარგლებში ყველა საკითხი განიხილება თანამედროვე და პრაქტიკული მიდგომების საფუძველზე. ასევე, საუბარი იქნება წარმატებული და წარუმატებელი პროექტების ქეისებზე. აქცენტები გაკეთდება იმაზე, თუ როგორ ინტეგრირდა ეჯაილ ღირებულებები და მისი მნიშვნელოვანი ელემენტები ტრადიციულ პროექტების მართვის მეთოდოლოგიაში.
კურსის განმავლობაში გაეცნობით ბევრ მნიშვნელოვან ტექნიკას, რაც პრაქტიკაში დაგეხმარებათ უკეთ მართოთ პროექტის სასიცოცხლო ციკლი და შექმნათ დამკვეთისთვის/კლიენტისთვის საუკეთესო გამოცდილება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს