სტუდენტური კლუბები
სასწავლო პროცესი დამატებითი აქტივობების გარეშე წარმოუდგენელია.
ალტე უნივერსიტეტი თითოეულ სტუდენტს აძლევს რეალურ შესაძლებლობას შექმნან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება. ამისათვის, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მათ სურვილებსა და ინიციატივებზე მორგებულ სხვადასხვა მიმართულების სპორტულ, კულტურულ თუ შემეცნებით კლუბებს, სადაც საერთო ინტერესების მქონე სტუდენტები ერთიანდებიან და ქმნიან დამატებით შესაძლებლობებს განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის. თემატური კლუბები, მაღალი ხარისხის აკადემიური ცოდნის პარალელურად, მათ თვითრეალიზაციისა და ინტერესების სფეროების განვითარების საშუალებას აძლევს.
კლუბების შექმნის შესაძლებლობა აქვს თითოეულ სტუდენტს, ამისათვის საჭიროა მხოლოდ იდეის მოფიქრება.
სტუდენტებმა იდეა კლუბის შექმნის შესახებ უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელ:ფოსტაზე: studentservices@alte.edu.ge
სტუდენტებმა იდეა კლუბის შექმნის შესახებ უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელ:ფოსტაზე: studentservices@alte.edu.ge