ალტე უნივერსიტეტი

ანა ქასრაშვილი

 ანა ქასრაშვილი, ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მენეჯერი.

როდის დაუმეგობრდი ალტე უნივერსიტეტს?

2018 წელს სხვა უნივერსიტეტიდან მობილობით გადავწყვიტე გადმოსვლა ალტე უნივერსიტეტში. უნდა აღვნიშნო, რომ პირველი რაც ვიგრძენი ეს იყო, მეგობრული გარემო, სადაც ყველა გიღიმის. ცოტა გასაოცარიც და მოულოდნელიც კი იყო ეს დამოკიდებულება, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ბუნებრივი და რეალური იყო. მალევე სტუდენტებისთვის გამოცხადდა ვაკანსია რექტორის თანაშემწის პოზიციაზე, დავუკავშირდი უწყვეტი განათლების და კარიერული ზრდის ცენტრს, გავიარე რამდენიმე ეტაპი (გასაუბრება, სამოტივაციო წერილი, დავალებები) და როგორც აღმოჩნდა მე პოზიციისთვის შესაბამის კანდიდატად მიმიჩნიეს. დავინიშნე რექტორის თანაშემწის პოზიციაზე და ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა ჩემს კარიერაში.

რას გვეტყვი შენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ?

ალტე უნივერსიტეტში მედიცინის სკოლის მენეჯერი გავხდი. ჩემთვის ეს საქმე ძალიან საინტერესოა, იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს შეხება უცხოელ სტუდენტებთან, ვარ ჩართული ყველა პროექტსა  და საქმიანობაში, რასაც მედიცინის სკოლა ახორციელებს. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თავად გარემო - ძალიან მეგობრული, სამუშაო პროცესი კი - სასიამოვნოა. ჩემი აზრით, საქმიანობა მაშინაა საინტერესო, როდესაც გუნდიც საინტერესოდ თანამშრომლობს შენთან. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ზემოხსენებული ფაქტორები ქმნის ჩემს საქმიანობას კიდევ უფრო მიმზიდველს. დავამატებ, რომ ჩვენთან სწავლობენ სტუდენტები 7 სხვადასხვა ქვეყნიდან, უცხო ენის პრაქტიკაც საკმაოდ მაქვს, რაც უკვე საქმიანობის ეფექტურ წარმართვაშიც ძალიან მეხმარება.

რას ეტყოდი სტუდენტებს, რომლებიც მედიცინის სკოლით არიან დაინტერესებულნი? რატომ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა?

 რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან სტუდენტი ყოველთვის გრძნობს თანადგომასა და მხარდაჭერას, სწავლობენ საინტერესო საგნებს, ჰყავთ გამოცდილი ლექტორები, ლექციები უტარდებათ ულტრათანამედროვე გარემოში და რაც ყველაზე მეტად მოსწონთ, ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სრულად აღჭურვილი ლაბორატორიები.

რა შესაძლებლობა მოგცა ალტე უნივერსიტეტმა?

ალტე უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათი გამოცდილება. ყოველთვის ვგრძნობდი გუნდის თითოეული წევრის მხარდაჭერას და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი წარმატებისკენ. ახლაც ასე გრძელდება, როცა ყველა სტუდენტი ამბობს იმას, რომ ალტე უნივერსიტეტში თავს თავისუფლად და მშვიდად გრძნობს, ესე იგი მხოლოდ ჩემი შეფასება ვერ ჩაითვლება სუბიექტურად.

რატომ ჩააბარეთ ალტე უნივერსიტეტის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრატურის ფაკულტეტზე?

ჩემთვის პროგრამა იყო ძალიან მიმზიდველი და საინტერესო.

გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინები აღნიშნულმა პროგრამამ?

ჩემთვის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამა არის უნიკალური თავისი შინაარსით. ისევ პროგრამის გაცნობის პროცესში ვარ და ვნახოთ როგორ გაამართლებს მოლოდინებს.

რა შეგიძლია გვითხრა შენი სამუშაო გამოცდილების შესახებ?

დავამთავრე ტურიზმის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა და შემდეგ, ვიყავი სტაჟიორი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, თუმცა ამ დროის განმავლობაში მივხვდი, რომ განათლების სფერო იყო ის ადგილი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ეს მოსაზრება კი ჩემმა პირველმა ოფიციალურმა სამსახურმა კიდევ უფრო განამტკიცა.

დაასრულე ფრაზა: როცა შენი პროფესია გიყვარს...

მაქსიმალურად მოახდენ შენი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზებას ამ საქმიანობაში.

როგორი იქნებოდა ალტე, ადამიანი რომ იყოს...

მეგობრული, სიახლეებზე ორიენტირებული, ფერადი.

რა არის წარმატება ჩემთვის...

იმ გეგმების მიღწევა, რაც დასახული მაქვს და მჯერა, რომ ამ ყველაფერს ალტე უნივერსიტეტის მხარდაჭერით შევძლებ.

დაასახელე 3 ძირითადი თვისება, რაც გჭირდება საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში...

კომუნიკაბელურობა, სისწრაფე, ორგანიზებულობა.

თქვენი სამოტივაციო ფრაზა...

თუ რაღაც არ გამოგდის, აუცილებლად უნდა სცადო კიდევ ბევრჯერ… ის აუცილებლად გამოვა!

რას ეტყოდით მომავალ აბიტურიენტებს?

იყავით მონდომებულები, არასოდეს თქვა “არასოდეს”. დავისახე მიზანი და მივაღწიე, შესაბამისად ზუსტად იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენც.