ალტე უნივერსიტეტი

სამართლის სკოლა

სამართლის სკოლის შესახებ

სამართლის სკოლაში ხორციელდება სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია სტუდენტთა საფუძვლიანი თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე. სამართლის სკოლა ორიენტირებულია პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობის განვითარების, პროფესიული ზრდისა და სწავლის გაგრძელების, აგრეთვე პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვისა და ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის მოტივაციის ჩამოყალიბებაზე, რათა მომავალმა სპეციალისტებმა შეძლონ სამართლის სფეროში მიმდინარე რთული და დინამიკური პროცესების გაცნობიერება, გაანალიზება, კვლევითი სამუშაოს განხორციელება, პრაქტიკულ საქმიანობაში თავიანთი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების სრული რეალიზაცია და წარმატებული საქმიანობის შედეგად კარიერული წინსვლა.

სამართლის სკოლა მისი 20 წლიანი ისტორიით, მიზნად ისახავს მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით დასაქმდებიან კერძო თუ საჯარო სექტორში. სამართლის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს სიღრმისეული თეორიული ცოდნის მიღების შესაძლებლობას თანამედროვე სტანდარტების სასწავლო მეთოდებით, უმაღლესი კვალიფიკაციის პრაქტიკოსი ლექტორების მიერ ჩატარებულ საინტერესო ლექციებს, აქტიურ თანამშრომლობას მრავალრიცხოვან პარტნიორ ორგანიზაციებთან, კვლევით პროექტებში ჩართულობას და იმიტირებულ პროცესებს.

სწავლების პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს იმიტირებული სასამართლო დარბაზი. ასევე, მოქმედებს სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებზე. ამასთან, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა სხვადასხვა ორგანიზაციასთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე პრაქტიკული ცოდნა გაიღრმაოს; სამართლის სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლექტორთა მიერ როგორც სალექციო კურსის მაღალკვალიფიციურ წაკითხვას, ასევე მათ პრაქტიკულ და სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ ცნობილ სპეციალისტებს და მათი პროფესიონალიზმი აღიარებულია არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.

უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი, რათა სტუდენტები სრულყოფილად დაეუფლონ იურიდიულ განათლებას და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური რეალიზაცია, რაშიც თქვენ ხელს შეგიწყობთ გამოიმუშაოთ კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური უნარი, პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა გზები და რაც მთავარია დაგხვდებათ ის გარემო, რაც მნიშვნელოვანია სტუდენტის თავისუფალი განვითარებისათვის.
სამართლის სკოლის შესახებ

პროგრამები

ბაკალავრიატი მაგისტრატურა
იხილეთ მეტი

სამართალი

იხილეთ მეტი

სამართალი (MA)

ადმინისტრაცია

ადმინისტრაციული პერსონალი აკადემიური პერსონალი

ქეთევან ცხადაძე

სამართლის სკოლის დეკანი

მარიამ ოსაძე

სამართლის სკოლის მენეჯერი
სასწავლო კურსი: სამართლებრივი ინგლისური, შრომის სამართალი

გოგა კიკილაშვილი

სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: სისხლის სამართლის პროცესი

ალექსანდრე იაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, სამოხელეო სამართალი

ქეთევან ცხადაძე

სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი
სასწავლო კურსი: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალი

ნინო ნიკოლაიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ პროფესორი
სასწავლო კურსი: საპროცესო უნარები ადმინისტრაციულ სამართალში

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

ნანა მჭედლიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველოს" ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: საპროცესო უნარები სისხლის სამართალში (პრაქტიკული კურსი)

ნათია მოგელაძე

იურიდიული კომპანია "Legal line"-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი

ნიკა ასვანუა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მრჩეველი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ასისტენტ პროფესორი
სასწავლო კურსი: შესავალი სამოქალაქო სამართალში, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი

დავით იმნაძე

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ნოტარიუსი, პროფესორი