ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლის მიზანია სტუდენტს მისცეს, ერთის მხრივ ფართო და სიღრმისეული თეორიული ცოდნა და მეორეს მხრივ, გამოუმუშაოს ის უნიკალური, პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს და დაეხმარება თითოეულ მათგანს პროფესიული წარმატების მიღწევაში. IT სკოლის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს შრომითი ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივი დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადება. სკოლის მაღალკვალიფიციური აკადემიური/სამეცნიერო და მოწვეული პერსონალი, სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები და დასაქმებაზე ორიენტირებული მიდგომები, ჩვენს სტუდენტებს გამორჩეულ, ინოვატორ, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოაყალიბებს.
გარდა თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი აკადემიური პროგრამებისა, IT სკოლის ძლიერი მხარეა ინოვაციური სწავლება და მეთოდოლოგია, რომელიც ამერიკის, ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს 11 უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე დაფუძნებით შემუშავდა. სტუდენტები იწყებენ მოგზაურობას ტექნოლოგიების გასაცნობად არა მხოლოდ ლექციებიდან, არამედ ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნით და მათი რეალურ სამყაროსთან დაკავშირებით. თეორიული სწავლისა და პრაქტიკული პროექტების შემუშავების მეშვეობით, ჩვენ სტუდენტებს ვაძლევთ მულტიდისციპლინურ განათლებას და ვუნვითარებთ კრიტიკული აზროვნების ფართო სპექტრს. შედეგად, ისინი ჩამოაყალიბებენ ინოვაციურ იდეებს და გამოიყენებენ თავიანთ უნარებს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების IT სკოლის ბაზაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის Cisco Systems-ის (cisco.netacad.com) ქსელური აკადემია - Alte University Cisco Academy ფუნქციონირებს. Cisco Systems Inc. 1984 წელს, ამერიკაში შეიქმნა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით აკადემიების ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს მსოფლიოში. Cisco Systems-ის ქსელური აკადემიები მსოფლიოს 190 ქვეყანასა და ასობით ათას სტუდენტს აერთიანებს. მათი მიზანი კომპიუტერული ქსელების, კიბერუსაფრთხოების, IoT პროგრამირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაზიარება და ახალი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაა.
რას გთავაზობთ ალტე უნივერსიტეტის ცისკო აკადემია?
- კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის პარალელურად ცისკო აკადემიის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას;
- ცისკო აკადემიის სასწავლო პორტალზე წვდომას;
- კავშირს დასაქმების ჰაბთან, რომელშიც გაერთიანებულია 60 000-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია;
- ქართველი და საერთაშორისო ექსპტერების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს, ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს