ალტე უნივერსიტეტი

360° Campus Tour

მედიცინის საერთაშორისო სკოლა

მედიცინის საერთაშორისო სკოლა

მედიცინა მეცნიერული ცოდნის, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკულ ღონისძიებათა სისტემაა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის დაავადებათა დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას, მისი ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას. ამდენად ის უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც მუდმივად საჭიროებს გამოცდილ და პროფესიონალ კადრს, რომელიც დროის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არის იყოს სხვისი სიცოცხლის სადარაჯოზე.

მედიცინის საერთაშორისო სკოლა ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს ორ ინგლისურენოვან პროგრამას: მედიცინა  და სტომატოლოგია.

მედიცინის საერთაშორისო პროგრამა შექმნილია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სამედიცინო სტანდარტების გათვალისწინებით. მედიცინის სკოლა არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) და ევროპის განათლების (AMEE) წევრი. ალტე უნივერსიტეტის დიპლომი აღიარებულია ევროპის ყველა ქვეყანაში, აშშ-ში ECFMG-ის მიერ, თურქეთში, ინდოეთსა და სხვა არაერთ ქვეყანაში.

პროგრამების სწავლების ენა არის ინგლისური.

დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის მქონე პირს შეუძლია გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში ან გაიაროს რეზიდენტურის კურსი (ან უცხოეთში შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული რეზიდენტურასთან გათანაბრებული კურსი) და უნიფიცირებული სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტების მიღების წესებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

მედიცინის საერთაშორისო სკოლა

პროგრამები

იხილეთ მეტი

მედიცინა (ინგლისურენოვანი)

იხილეთ მეტი

სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)

იხილეთ მეტი

მედიცინა (ქართულენოვანი)

ადმინისტრაცია

ადმინისტრაციული პერსონალი აკადემიური პერსონალი

ქეთევან ჩახნაშვილი

მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი

თეონა ასათიანი

მედიცინის სკოლის მენეჯერი

ლიკა წითელაური

მედიცინის სკოლის მენეჯერი
სასწავლო კურსი: კლინიკური უნარები

თამარ დაუსი

საექთნო ასოციაცია ნუმანე-ს დამფუძნებელი, მოწვეული პერსონალი
სასწავლო კურსი: ბაზისური საგნების პედაგოგი - ანატომია, პათოლოგია

ეკა აბჟანდაძე

"ვაბაკოს"- ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის პროდუქტის მფლობელი, პროგრამის ხელმძღვანელი
სასწავლო კურსი: ანატომია

თამარ მგელაძე

ასისტენტ პროფესორი
სასწავლო კურსი: კლინიკური დიაგნოსტიკა

კახა რობაქიძე

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის დერმატო-ვენეროლოგი, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: ჰისტოლოგია

სოფო ხარძეიშვილი

ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მოწვეული სპეციალისტი
სასწავლო კურსი: პათოლოგია

კოტიკო თორდია

რესპუბლიკური საავადმყოფოს კვლევის კოორდინატორი, მოწვეული პერსონალი