ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში მოქმედებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები. საბაკალავრო საფეხური მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის პროგრამებს, ხოლო სამაგისტრო საფეხური მოიცავს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პირველ პროგრამას საქართველოში.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიზანია სტუდენტს მისცეს, ერთის მხრივ, ფართო და სიღრმისეული თეორიული ცოდნა და მეორეს მხრივ, გამოუმუშავოს ის უნიკალური პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს და დაეხმარება თითოეულ მათგანს პროფესიული წარმატების მიღწევაში.
რას გთავაზობთ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა?
- თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამებს;
- აქტუალური, უნიკალური და მოთხოვნადი საგნების მრავალფეროვან არჩევანს;
- ინგლისური ენის გაძლიერებულ კომპონენტს; სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას;
- Erasmus + გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას;
- სტაჟირების პროგრამებს;
- ვორქშოფებს, თემატურ სემინარებს, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს.