ალტე უნივერსიტეტი

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის სკოლის შესახებ

ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, აყალიბებენ მართვის სფეროში დივერსიფიცირებული ცოდნის სპეციალისტებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს. სკოლის ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი მუდმივად ზრუნავს მართვის ინოვაციური და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების საფუძველზე დაამკვიდროს განათლების მაღალი სტანდარტები, პერმანენტულად განაახლოს სწავლების მეთოდოლოგია, განავითაროს საგანმანათლებლო პროგრამები და შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო სასწავლო გარემო.

ბიზნესის სკოლის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული ანტრეპრენერული აზროვნებისა და მუხტის მქონე ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადება, რომლებიც იქნებიან გლობალურად კონკურენტუნარიანები. ჩვენს კურსდამთავრებულებს ექნებათ მარკეტინგის, მენეჯმენტის,  ფინანსებისა და ანტრეპრენერობის მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა და ტრანსფერული უნარ-ჩვევები, იმისათვის, რომ შეძლონ როგორც საკუთარი წარმატებული ბიზნესის შექმნა,ასევე არსებული კომპანიების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
ჩვენი სკოლა სტუდენტებს სთავაზობს ანტრეპრენერობის სპეციფიკის შესწავლას პირველივე სემესტრიდან, ბიზნეს იდეის განვითარებისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას start-up გარაჟის მეშვეობით, შიდა დაფინანსებისა და სტიპენდიების მიღების შესაძლებლობას.

ბიზნესის სკოლა მსოფლიოში აპრობირებულია მოწინავე გამოცდილების გაზიარებითა და ეროვნული თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინებით ემსახურება პროფესიონალი კადრების მომზადებას. ბიზნესის სკოლაში მოქმედი პროგრამები ორიენტირებულია პრაქტიკის კომპონენტის გაღრმავებაზე და პროფესიული უნარ-ჩვევების განმავითარებელი სწავლის მეთოდების გამოყენებაზე.

აღსანიშნავია, რომ სკოლის სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გადიან კვალიფიციური სპეციალისტების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებში, რომლებიც მათი პოტენციური დამსაქმებლები არიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი სტუდენტები იღებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში არსებული ანალოგიური პროგრამების გაზიარებით და ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეული უცხოელი პროფესორებისაგან.
სტუდენტებს აქვთ საშუალება საფუძვლიანად დაეუფლონ უცხო ენებს, რათა სწავლისა და პრაქტიკული საქმიანობის პროცესში ეფექტურად შეძლონ უცხოენოვანი ლიტერატურის გამოყენება.
ჩვენი ძლიერი მხარეა კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობა.
ბიზნესის სკოლის შესახებ

პროგრამები

ბაკალავრიატი მაგისტრატურა
იხილეთ მეტი

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა

იხილეთ მეტი

ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა

იხილეთ მეტი

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა (MBA)

ადმინისტრაცია

ადმინისტრაციული პერსონალი აკადემიური პერსონალი

ნათია ნასრაშვილი

ბიზნესის სკოლის დეკანი

ნანა ჭანტურია

ბიზნეს სკოლის დეკანის მოადგილე
სასწავლო კურსი: გუნდური ანტრეპრენერული პროგრამა 1, გუნდური ანტრეპრენერული პროგრამა 2

ვასილ რევიშვილი

Thales Investments-ის მმართველი პარტნიორი, პროფესორი
სასწავლო კურსი: პროდუქტის დიზაინი, ორგანიზაციული ცვლილებების მართვა

თორნიკე მათითაშვილი

Philip Morris International-ის ინოვაციურ მიდგომებზე მუშაობის სპეციალისტი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ლიდერობა

ნანა მიქაშავიძე

კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი დირექტორი, პროფესორი
სასწავლო კურსი: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა

ლიკა გოდერძიშვილი

ACT-ის პორტფოლიო ლიდი, სენიორ კონსულტანტი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ორგანიზაციული ქცევა

ანნა კარდანახიშვილი

ევექსის ჰოსპიტლების ტრენერი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: მარკეტინგის საფუძვლები, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები

ნათია მეფარიშვილი

მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი,"ევროკავშირი საქართველოს" ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები, პროექტების მართვა (ინგლისურენოვანი)

მაია გუნცაძე

საერთაშორისო განვითარების პროგრამების მრჩეველი, პროფესორი
სასწავლო კურსი: ბიზნესის სამართალი

გოგა კიკილაშვილი

სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლა - დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: ფინანსური დერივატივები

მარიამ მეღვინეთუხუცესი

საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ღონისძიებების დაგეგმვა და პროექტების მართვა ტურიზმში

უჩა ვარამაშვილი

საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის პროექტის დირექტორი, ასისტენტ პროფესორი
სასწავლო კურსი: ახალი ტრენდები მასპინძლობის ინდუსტრიაში, კრიზისების მართვა მასპინძლობაში

ნუცა წერუაშვილი

მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ტურიზმის პოლიტიკა, აგროტურიზმი

ნოდარ სამხარაძე

პროფესორი
სასწავლო კურსი: ადამიანური კაპიტალის მართვა მასპინძლობაში

ნინო მესაბლიშვილი

CMC - ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: შემოსავლების მართვა მასპინძლობაში

ნათია ბობღიაშვილი

ქორთიარდ მარიოტი და მოქსი თბილისის შემოსავლების მართვის დირექტორი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ღონისძიებების დაგეგმვა და პროექტების მართვა ტურიზმში

მაკა ყუბუსიძე

Click Events-ის დამფუძნებელი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: მდგრადობა და სოციალური პასუხისმგებლობა მასპინძლობაში

ელენე ჩხეიძე

CSR ექსპერტი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ლიდერობა და ორგანიზაციული ქცევა, მდგრადობა და სოციალური პასუხისმგებლობა მასპინძლობაში

გვანცა მირზიაშვილი

Wolt Georgia, მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: პროტოკოლი და ეტიკეტი, კვებისა და განთავსების ობიექტების მართვა და კონტროლი, ინვესტირება მასპინძლობის ინდუსტრიაში

ქეთევან ბოკუჩავა

M-group-ის საოპერაციო დირექტორი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ლიდერობა

ნანუკა მჟავანაძე

M-group-ის ბიზნეს განვითარების დირექტორი, მოწვეული ლექტორი