ალტე უნივერსიტეტი

ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა

  • პროგრამის მიმოხილვა
  • პროგრამის სტრუქტურა
  • მიღების წესები
  • დასაქმების შესაძლებლობები
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ხშირად დასმული კითხვები
საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმს, სხვა დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მსგავსად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.

ტურიზმის, როგორც სპეციალობის აქტუალობა განპირობებულია, პირველ რიგში, თავად სფეროს როგორც გლობალური, ისე ეროვნული მნიშვნელობით და მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი კადრების ნაკლებობით, რაც დღესდღეობით დიდი მნიშვნელობის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის. 


პროგრამის მიზანი

ალტე უნივერსიტეტის ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე გლობალურად კონკურენტული და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების (ბაკალავრების) მომზადებაზე, რომელთაც ექნებათ „მოგზაურობა, ტურიზმისა და დასვენების“ სფეროში წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და კომპეტენციები, რის შედეგადაც სტუდენტები შეძლებენ ტურიზმის სფეროში სიახლეების დანერგვასა და ქვეყანაში მისი განვითარების ხელშეწყობას.
პროგრამა ამზადებს განვითარებაზე ორიენტირებულ, ანტრეპრენორული და სისტემური აზროვნების მქონე ბაკალავრს, რომელსაც შეუძლია შექმნას და გააფართოვოს საკუთარი ან სხვისი ბიზნესი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამით განსაზღვრული სასწავლო კურსები ემყარება დასავლეთის უნივერსიტეტებში აპრობირებულ თემატიკასა და სწავლების მიმართულებებს.
 

სწავლის მეთოდი


პროგრამა ხორციელდება Სწავლის ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა გონებრივი იერიში, დისკუსია/დებატები, ანალიზი, ვერბალური გადმოცემა, დედუქციური და ინდუქციური მეთოდები, აუდიო-ლინგვური მეთოდი, მაგალითების გენერირება, პრაქტიკული მუშაობა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, სიტუაციური თამაშები, ქეისის განხილვა, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება და სხვა.


პროგრამის ძირითადი ასპექტები


პროგრამა გთავაზობთ:

  • ანტრეპრენერობის სპეციფიკის შესწავლას პირველივე სემესტრიდან;
  • საგნების მრავალფეროვანი არჩევანს, მათ შორის ისეთ საგნებს, როგორიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფსიქოლოგიის საფუძვლები, მარკეტინგის საფუძვლები, ტურიზმის საფუძვლები, ტურისტული პროდუქტები და ტრენდები, მომხმარებელთა ქცევა ტურიზმში, ზეპირი და წერითი კომუნიკაცია, მარკეტინგული კვლევის პრინციპები, ტურიზმის პოლიტიკა, ლიდერობა და ორგანიზაციული ქცევა, სტრატეგიული მენეჯმენტი და სხვა;
  • Start-up გარაჟში იდეების გენერირებისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას;
  • სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას;
  • ვორქშოფებს, თემატურ სემინარებს, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებსა და სხვა;
  • პრაქტიკას წამყვან ორგანიზაციებში;

 სწავლის შედეგები


 პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს:

  • კრიტიკულად გაიაზროს ბიზნესისა და ეკონომიკის გამოწვევები და შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში, მათ შორის საქართველოს და გლობალური ტურისტული რესურსების პოტენციალი თანამედროვე და კონვენციურ თეორიებსა და პრინციპებზე დაყრდნობით;
  • მოახდინოს ტურისტულ საქმიანობაში პრობლემების იდენტიფიცირება და ჩამოაყალიბოს რეკომენდაციები გადაჭრის ეფექტიან გზებთან დაკავშირებით (მ.შ. ტურიზმის მდგრადი პოლიტიკის შექმნისა და განვითარების საკითხებზე);
  • როგორც სტანდარტული, ისე თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, შექმნას და განავითაროს ტურისტული პროდუქტები და მომსახურებები, პროექტები და ღონისძიებები;
  • შეაფასოს ტურისტული საქმიანობის შიდა და გარე გარემო, ასახოს შიდა ორგანიზაციული, ფინანსური და მარკეტინგული გეგმები ტურისტულ საქმიანობაში არსებული საუკეთესო პრაქტიკების ჭრილში; ეფექტურად ჩამოაყალიბოს და გადმოსცეს აზრი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის და კომუნიკაციისთვის კონტექსტის შესაფერისი ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • უზრუნველყოს საერთო მიზნის მიღწევა ეფექტიანი გუნდური მუშაობით, სამუშაოს კეთილგონივრული გადანაწილებითა და პირადი და სხვების პროფესიული განვითარების დაგეგმვით, გუნდის წევრებზე გავლენით, სხვისი აზრის პატივისცემით;
  • გაიაზროს მდგრადი ტურიზმის გლობალური, რეგიონული, ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტი და იმოქმედოს ეთიკურად და მაღალი პასუხისმგებლობით;
  • იაზროვნოს კრიტიკულად და არგუმენტირება მოახდინოს ინფორმაციის, მონაცემების, ფაქტებისა და წყაროების ანალიზის საფუძველზე;

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტურიზმის ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული
კრედიტი/ხანგრძლივობა: 240 კრედიტი/4 წელი


პროგრამის სტრუქტურა:
სავალდებულო კურსები: 181 კრედიტი
თავისუფალი კურსები: 59 კრედიტი

მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად; ასევე, შესაძლოა სტუდენტი ჩაირიცხოს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.


ჩასაბარებელი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა;ისტორია ან მათემატიკა

ადგილების რაოდენობა: 150
წლიური საფასური: 2250 ლარი

ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს ფრონტ ოფისის ჯუნიორის,  რესტორნის ცვლის მენეჯერის, სუპერვაიზორის, Guest Relationship-ის სპეციალისტისა და სხვა მიმართულებით:


  • სასტუმროებში;
  • განთავსების ობიექტებში;
  • კვების ობიექტებში;
  • ტურისტულ კომპანიებში;
  • ავიაკომპანიებში;
  • ადგილობრივ და რეგიონულ სახელმწიფო სააგენტოებში;
  • ტურისტულ ასოციაციებში;


მას ასევე წარმატებით შეეძლება შექმნას და მართოს საკუთარი ბიზნესი „მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენების“ სფეროში. გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს მართოს როგორც საკუთარი ბიზნესი “მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენების” სფეროში, ასევე გახდეს დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალური მენეჯერი და სხვა, როგორც მცირე და საშუალო, ასევე საერთაშორისო კომპანიაში, უწყებასა და ორგანიზაციაში.

ელ. ფოსტა: business@alte.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 29 46.48


უნივერსიტეტის წარმომადგენელთან გასაუბრებისთვის შეგიძლიათ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

მექნება თუ არა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა?



ალტე უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის, აზიისა და კავკასიის რეგიონში მოქმედი პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ გაცვლით პროგრამებში.

  • ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ Erasmus+ პროგრამასთან;
  • ჩვენთან ფუნქციონირებს კონფუცის ინსტიტუტი, რომელიც თითოეულ სტუდენტს აძლევს ჩინური ენის უფასოდ შესწავლისა და ჩინეთში სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას;


დაფინანსების რა შესაძლებლობები აქვთ „ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტებს?


  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული გრანტი;
  • სტიპენდია;


რა შემთხვევაში იღებს სტუდენტი სტიპენდიას?


იმისათვის რომ სტუდენტმა შეძლოს სტიპენდიის აღება, უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და აქტიურად უნდა იყოს ჩართული სტუდენტურ კონფერენციებში, უნივერსიტეტის სახელით განხორციელებულ კვლევებში, პროექტებში, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში.


რა განსხვავებაა უნივერსიტეტის მიერ გაცემულ გრანტსა და სტიპენდიას შორის?


  • გრანტი - უნივერსიტეტის მიერ გაცემული გრანტი განსხვავდება სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად გაცემული გრანტისგან და წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას თითოეული სტუდენტისთვის. გრანტი გაიცემა “უნივერსიტეტის ფონდის” მიერ, რომლის მიზანიც არის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საგანმანათლებლო სივრცეში კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა. გრანტის ფარგლებში, თითოეულ სტუდენტს, რომელსაც სასწავლო სემესტრის ბოლოს ექნება GPA 3.5 ან მეტი, სრულად დაუფინანსდება ყოველი მომდევნო სემესტრის სწავლის საფასური.
  • სტიპენდია - დეტალები იხილეთ ბმულზე.

აკადემიური პერსონალი

სასწავლო კურსი: ღონისძიებების დაგეგმვა და პროექტების მართვა ტურიზმში

უჩა ვარამაშვილი

საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის პროექტის დირექტორი, ასისტენტ პროფესორი
სასწავლო კურსი: ახალი ტრენდები მასპინძლობის ინდუსტრიაში, კრიზისების მართვა მასპინძლობაში

ნუცა წერუაშვილი

მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ტურიზმის პოლიტიკა, აგროტურიზმი

ნოდარ სამხარაძე

პროფესორი
სასწავლო კურსი: ადამიანური კაპიტალის მართვა მასპინძლობაში

ნინო მესაბლიშვილი

CMC - ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: შემოსავლების მართვა მასპინძლობაში

ნათია ბობღიაშვილი

ქორთიარდ მარიოტი და მოქსი თბილისის შემოსავლების მართვის დირექტორი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ღონისძიებების დაგეგმვა და პროექტების მართვა ტურიზმში

მაკა ყუბუსიძე

Click Events-ის დამფუძნებელი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: მდგრადობა და სოციალური პასუხისმგებლობა მასპინძლობაში

ელენე ჩხეიძე

CSR ექსპერტი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ლიდერობა და ორგანიზაციული ქცევა, მდგრადობა და სოციალური პასუხისმგებლობა მასპინძლობაში

გვანცა მირზიაშვილი

Wolt Georgia, მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: პროტოკოლი და ეტიკეტი, კვებისა და განთავსების ობიექტების მართვა და კონტროლი, ინვესტირება მასპინძლობის ინდუსტრიაში

ქეთევან ბოკუჩავა

M-group-ის საოპერაციო დირექტორი, მოწვეული ლექტორი