ალტე უნივერსიტეტი

სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)

  • პროგრამის მიმოხილვა
  • პროგრამის სტრუქტურა
  • მიღების წესები
  • საკონტაქტო ინფორმაცია
მედიცინის საერთაშორისო სკოლა ახორციელებს ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) მიმართულებით.

პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ღრმა სისტემური ცოდნა და განუვითაროს პრაქტიკული უნარები სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით,შესძინოს კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევები სტომატოლოგიის დარგში და შესაბამისი განათლებისთვის მოამზადოს მუდმივი სწავლისა და განვითარებისთვის, რათა გახდეს პროფესიონალი.

სასწავლო პროცესი თეორიულ სწავლებასთან ერთად, ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. სტუდენტი პრაქტიკულად ასრულებს ფანტომზე ყველა მანიპულაციას, რაც პროგრამით არის გათვალისწინებული. სწავლების ეს მეთოდი უსაფრთხოა, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა რამდენჯერმე გააკეთოს ნებისმიერი მანიპულაცია/პროცედურა ფანტომზე და შემდეგ უმკურნალოს პაციენტს პროფესორის/ლექტორის მეთვალყურეობის ქვეშ. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა პრაქტიკული მუშაობისთვის.

ამასთანავე უნივერსიტეტი თანამშრომლობს რამდენიმე სტომატოლოგიურ კლინიკასთან, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნოლოგიებით და მაღალკვალიფიციური სტომატოლოგებით. ვინაიდან პირის ღრუს ჯანმრთელობა ზოგადი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია და პირის ღრუს დაავადებები სისტემურ დაავადებებთან კორელაციაშია, პროგრამა მოიცავს სისტემური დაავადებების სწავლებას.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს მულტიდისციპლინურ საავადმყოფოებთან, რათა სტუდენტებს ასწავლოს სისტემური დაავადებები კლინიკურ ვითარებაში. პროგრამა ორიენტირებულია კვლევითი უნარების განვითარებაზე, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს მუშაობა და სწავლის გაგრძელება,როგორც პრაქტიკულ, ასევე სამეცნიერო მიმართულებით.
პროგრამა აგებულია ECTC სისტემის საფუძველზე, რომელიც მაქსიმალურად არის სტუდენეტებზე ორიენტირებული და ემყარება მათ აკადემიურ დატვირთვას,რაც საჭიროა სასწავლო პროგრამების მიზნების მისაღწევად.

პროგრამა მოიცავს 300 კრედიტს:

  • 1 კრედიტი = 30 საათს
  • 1 საათი = 60 წთ.(50+10)
  • პროგრამის 300 კრედიტი = 9000სთ

კრედიტი გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და მისი მიღება შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის მეშვეობით, რაც გამოიხატება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის #3 ბრძანებითა და ალტე უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირების წესით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.

კრედიტი ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს. სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა სასურველია დაძლიოს საშუალოდ 30 კრედიტი, ხოლო წელიწადში - 60 კრედიტი, თუმცა, სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.

სტომატოლოგიურ პროგრამაზე მიღებისთვის სავალდებულო მოთხოვნები:


  • საქართველოს ყველა მოქალაქისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება


უცხოეთში განათლება მიღებული პირებისათვის (როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სავალდებულო მოთხოვნებია:


  • ზოგადი (სასკოლო) განათლება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;


დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტების მიღების წესებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


ელ. ფოსტა: medicine@alte.edu.ge

საკონტაქტო ნომერი: 032 240 29 46/48