ალტე უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ საჯარო, სისხლის, კერძო და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; გამოუმუშაოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის საჭირო ყველა უნარი, როგორებიცაა: ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, პროფესიული ეთიკისა და ღირებულებების დაცვის უნარი.
პროგრამა ხორციელდება სწავლის ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ლექცია, ახსნა-განმარტება, ანალიზი, გონებრივი იერიში, დისკუსია/დებატები, დედუქციური და ინდუქციური მეთოდები, შემთხვევის ანალიზი, შედარებით-სამართლებრივი ანალიზი, ისტორიულ-სამართლებრივი ანალიზი, შემთხვევის ანალიზი (case study), პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, თანამშრომლობითი სწავლება, ჯგუფური მუშაობა, როლური და სიტუაციური თამაშები, პრეზენტაცია და სხვა.
პროგრამა გთავაზობთ:
- საგნების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის ისეთ საგნებს, როგორიცაა: კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, სამართლებრივი წერა, პროფესიული ეთიკა, ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკა, საპროცესო უნარები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, საკონსტიტუციო სამართალწარმოება, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საკორპორაციო სამართალი, საბანკო სამართალი, დაზღვევის სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი, კრიმინოლოგია და სხვა;
- იმიტირებულ პროცესებში ჩართულობას;
- კვლევით პროექტებში ჩართულობას;
- პრაქტიკის გავლას წამყვან კერძო და საჯარო დაწესებულებებში;
- ვორქშოფებს, თემატურ სემინარებს, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებსა და სხვა;
- პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს: განსაზღვროს და კრიტიკულად გაიაზროს სამართლის არსი და სისტემა, შესაბამისი თეორიები და მეთოდები, წყაროები (მათ შორის ქართული სამართლის ისტორიული წყაროები), სამართლებრივი სისტემების თავისებურებები, საჯარო, სისხლის და კერძო სამართლის ძირითადი ინსტიტუტები, მატერიალური და პროცესუალური ნორმები, პრინციპები, ეროვნული და საერთაშორისო სამართლის თანაფარდობა;
- აღწეროს უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, სამართალწარმოების სახეები და პასუხისმგებლობის ზომები;
- გამოკვეთოს სამართლებრივი პრობლემა და გადაწყვიტოს იგი შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ანალიზის, სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავების გზით, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური პასუხისმგებლობით;
- შეადგინოს სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტები დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, მონაწილეობა მიიღოს სამართალწარმოების პროცესში;
- ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის საფუძველზე, ჩამოაყალიბოს სამართლებრივად დასაბუთებული ეთიკური პოზიცია/დასკვნა და მიზნობრივად გადასცეს, შესაბამისი ზეპირი და წერითი ფორმით, ქართულ და ინგლისურ ენებზე, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
- რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, სხვადასხვა წყაროდან მოიძიოს და გაანალიზოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და განავითაროს თეზისი;
- სასამართლო პრაქტიკის, საკანონმდებლო ცვლილებების და სამეცნიერო სიახლეების გაცნობის საფუძველზე განავითაროს საკუთარი ცოდნა;
- დაიცვას პროფესიული ეთიკის ფარგლები, ადამიანის უფლებები და იმოქმედოს სამართლებრივი ღირებულებების გათვალისწინებით;
სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია წარმატებით გააგრძელოს სწავლა ალტე უნივერსიტეტში მოქმედ სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.