ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა შედგენილია საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების და წამყვანი უნივერსიტეტების (ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლისა - London School of Economic and Political Science და პრინსტონის საჯარო და საერთაშორისო საქმეთა სკოლის - Princeton School of Public and International Affairs) საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებითა და მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პრაქტიკოსი ლექტორების მაღალი ჩართულობით.
ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებებისა და გლობალური პოლიტიკის შესახებ; გამოუმუშაოს გლობალურ პოლიტიკაში არსებულ თანამედროვე აქტუალურ საკითხთა შესწავლისა და პროფესიულ ამოცანათა გადაწყვეტისათვის აუცილებელი უნარები, პრაქტიკული საქმიანობისას დემოკრატიული ღირებულებებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დაცვით მოქმედების, პრობლემატურ საკითხთა გაანალიზებისა და პროფესიული კომუნიკაციის დამყარების უნარი.
პროგრამა ხორციელდება სწავლის ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი, გონებრივი იერიში, დისკუსია/დებატები, აუდიო-ლინგვო მეთოდი, როლური და სიტუაციური თამაშები, დე ბონოს მეთოდი („აზროვნების ექვსი ქუდი“), რესურსების მოძიება, რუკაზე მუშაობა, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, ჯგუფური მუშაობა, წერითი მუშაობა, შებრუნებული სწავლება, შემთხვევის ანალიზი, ქეისის განხილვა და სხვა.
პროგრამა გთავაზობთ:
- საგნების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის ისეთ საგნებს, როგორიცაა: ნატო - ევროატლანტიკური სივრცის პოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილებები, ევროპული ინტეგრაცია, საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიული ასპექტები, საერთაშორისო კონფლიქტები და სამშვიდობო მისიები, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა, ევროპის პარტიათა პოლიტიკა, რუსეთის საგარეო პოლიტიკა, ჩინეთის საგარეო პოლიტიკა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი-საერთაშორისო ურთიერთობების ანატომია, სეპარატიზმის პრობლემები თანამედროვე მსოფლიოში, დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი, ტერორიზმი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკა, მოლაპარაკების თეორია და პრაქტიკა, კრიტიკული აზროვნება და სხვა;
- ინგლისური ენის გაძლიერებულ კომპონენტს;
- სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას;
- ვორქშოფებს, თემატურ სემინარებს, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს და სხვა;
- პრაქტიკას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მოქმედ უწყებებსა თუ ორგანიზაციებში;
- იმსჯელოს საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების, მიმართულებების, პრინციპების, თანამედროვე გამოწვევების, საერთაშორისო ურთიერთობათა რეგიონული კონტექსტებისა და საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ;
- ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო აზროვნების ძირითად მიღწევებზე დაყრდნობით, მოახდინოს გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების კლასიფიცირება და განმარტება;
- პრაქტიკული საქმიანობისას დემოკრატიული ღირებულებებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დაცვით მოქმედებას;
- პრობლემატურ საკითხთა გაანალიზებასა და პროფესიული კომუნიკაციის დამყარებას;
- კრიტიკულად გაიაზროს და განმარტოს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში;
- ღია წყაროების კვლევაზე დაყრდნობით, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, გაანალიზოს და შეაფასოს საერთაშორისო ურთიერთობათა და მმართველობის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები;
- ეთიკის, ჰუმანურობისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გათვალისწინებით, ჩამოაყალიბოს და დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია სფეროს რთულ, კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით;
- საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროს საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე, დაამყაროს ეფექტიანი კომუნიკაცია მიზნობრივ ჯგუფებთან, კომუნიკაციის ტრადიციული და თანამედროვე საშუალებების გამოყენებით;
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია წარმატებით გააგრძელოს სწავლა „ალტე უნივერსიტეტში“ მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოების პირველ სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოში.