ალტე უნივერსიტეტი

ფსიქოლოგია

  • პროგრამის მიმოხილვა
  • პროგრამის სტრუქტურა
  • მიღების წესები
  • დასაქმების შესაძლებლობები
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ხშირად დასმული კითხვები
ფსიქოლოგია ადამიანზე მორგებული პროფესიაა, სხვადასხვა სიტუაციაში მათი მოსმენის, გაგებისა და დახმარების შესაძლებლობა. ფსიქოლოგია გასწავლის, თუ რა განსაზღვრავს ადამიანის პიროვნებას და რა განაპირობებს ადამიანების ქცევას.

ფსიქოლოგის პროფესიისადმი მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ხოლო ფსიქოლოგიური სერვისი დასაქმების ყველა სფეროში აქტუალურია. ადამიანის ქცევის ცოდნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული კარიერისთვის.

ალტე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და ფსიქოლოგიური განათლება კურსდამთავრებულებს მისცემს საშუალებას გახდნენ ეფექტური ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, მენეჯერები, ხელმძღვანელები და სხვა.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს შესაძლებლობა სწავლა გააგრძელოს სხვადასხვა მიმართულებით  გაიღრმაოს ცოდნა ფსიქოლოგიის განხრით ან დაეუფლოს სხვა დარგს, გარდა ამისა, ფსიქოლოგიის ცოდნის საფუძველზე, შეუძლია განივითაროს საკუთარი საგანმანათლებლო ან/და პროფესიული საქმიანობა.


პროგრამის მიზანი

ალტე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს თეორიული ცოდნა ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის შესახებ; გამოუმუშაოს მას ფსიქოლოგიის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენებისა და სპეციალობით საქმიანობისთვის სხვა აუცილებელი უნარები; მოამზადოს ფსიქოლოგიის ბაკალავრი, რომლის კვალიფიკაციაც უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე და შეუქმნას მას მყარი საფუძველი ზედა საფეხურის აკადემიური პროგრამების წარმატებით დაუფლებისთვის.


სწავლის მეთოდები

პროგრამა ხორციელდება სწავლის ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა გონებრივი იერიში, დისკუსია/დებატები, პრეზენტაცია/დემონსტრირების მეთოდი, აუდიო-ლინგვო მეთოდი, ინდუქციური და დედუქციური მეთოდები, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, ჯგუფური და დამოუკიდებელი მუშაობა, წერითი მუშაობა, როლური/სიტუაციური თამაშები, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, პრაქტიკული მუშაობა, სოკრატული მეთოდი და სხვა.


პროგრამის ძირითადი ასპექტები

პროგრამა გთავაზობთ:
  • საგნების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის ისეთ საგნებს, როგორიცაა: განვითარების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში, კოგნიტური ფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგიის საფუძვლები, ფსიქოთერაპიის და ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები, ორგანიზაციის და მართვის ფსიქოლოგია, ლიდერობის ფსიქოლოგია, კრიმინალური ქცევა და საგამოძიებო ინტერვიუირება, პიროვნების ფსიქოლოგია, მასის ფსიქოლოგია, სამხედრო ფსიქოლოგია, რეკრუტირება, კონფლიქტის მართვის ფსიქოლოგია, გენდერის ფსიქოლოგია, იურიდიული ფსიქოლოგია, წარმატების ფსიქოლოგია, პოლიტიკური ფსიქოლოგია და სხვა;
  • სამეცნიერო კვლევებში ჩართულობასა და კვლევითი საბაკალავრო ნაშრომის მომზადებას; 
  • ვორქშოფებს, თემატურ სემინარებს, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებსა და სხვა;
  • პრაქტიკის გავლას როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, პარტნიორ კომპანიებსა თუ წამყვან ორგანიზაციებში;

სწავლის შედეგები

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს: 
  • მსჯელობას ფსიქოლოგიის დარგების, ძირითადი დისციპლინებისა და მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილების შესახებ; 
  • ფსიქოლოგიის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენებას;
  • ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული თეორიული მიდგომების, ძირითადი ცნებების, დარგის პრობლემატიკის, კონსტრუქტებისა და მათი გამოყენების კონტექსტის კრიტიკულად გააზრებას;
  • ახსნას ფსიქოლოგის პროფესიის სოციალური მნიშვნელობა, მისი საქმიანობის მიზნები და ძირითადი ფუნქციები;
  • გამოიყენოს ლოგიკური, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, ფსიქოლოგიის სფეროსთვის დამახასიათებელ სხვა შემეცნებითი, ასევე პრაქტიკული უნარები ფსიქოლოგიის კომპლექსური საკითხებისა და გაუთვალისწინებელი პრობლემების გადასაჭრელად;
  • გამოიყენოს ფსიქოლოგიის მეცნიერებაში არსებული კვლევის მეთოდები (როგორც აპრობირებული, ისე ცალკეული უახლესი) და შექმნას კვლევითი ნაშრომი წინასწარგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  • გამოიტანოს ეთიკური პასუხისმგებლობით განპირობებული დასკვნები სოციალურ გარემოსთან ურთიერთობის, ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და რეკომენდაციის გაცემის დროს, ასევე კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესში;
  • გამოიკვლიოს კონკრეტული შემთხვევა, დააკვირდეს ქცევას, მოახდინოს მისი კლასიფიცირება და ანალიზი, შეიმუშაოს პრობლემის ირგვლივ პროფესიული ხედვა;
  • საკვლევი საკითხების სპეციფიკის გათვალისწინებით, დაამუშაოს ფსიქოლოგიის სფეროს სამეცნიერო ლიტერატურა, მოიძიოს რელევანტური მონაცემები, განმარტოს და გააანალიზოს ისინი; 
  • ჩამოაყალიბოს მოსაზრებები ფსიქოლოგიის სფეროში არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად, სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან, ზეპირი და წერითი ფორმებით, თანამედროვე საინფორმაციო;
  • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების შემოქმედებითად გამოყენებით; 
  • დაამყაროს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით;

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული
კრედიტი/ხანგრძლივობა: 240 კრედიტი/4 წელი


პროგრამის სტრუქტურა:
სავალდებულო კურსები: 120 კრედიტი
სავალდებულო არჩევითი კურსები: 50 კრედიტი
თავისუფალი კურსები: 50 კრედიტი
საბაკალავრო ნაშრომი: 10 კრედიტი
პრაქტიკა: 10 კრედიტი

მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად; ასევე, შესაძლოა, სტუდენტი ჩაირიცხოს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.


ჩასაბარებელი საგნები: სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა; არჩევითი საგნები: ნებისმიერი უცხო ენა, მათემატიკა ან ისტორია

ადგილების რაოდენობა: 150
წლიური საფასური: 2250 ლარი

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების არეალი ფართოა, კერძოდ, ფსიქოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს: 


  • საჯარო და კერძო სექტორში, ადგილობრივ და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის, ბიზნესის, პოლიტიკის, ორგანიზაციული მართვისა და სხვა სფეროებში, ჩაერთოს კვლევით, საკონსულტაციო და ანალიტიკურ საქმიანობაში, აგრეთვე,აწარმოოს ფსიქოთერაპიული და კერძო ფსიქოლოგიური პრაქტიკა.

ელ. ფოსტა: humanities@alte.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 032 240 29 46/48


უნივერსიტეტის წარმომადგენელთან გასაუბრებისთვის შეგიძლიათ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 



ექნება თუ არა სტუდენტს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა?


ალტე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის, აზიისა და კავკასიის რეგიონში მოქმედი პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ გაცვლით პროგრამებში. 

  • ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ Erasmus+-ის პროგრამასთან;
  • ჩვენთან ფუნქციონირებს კონფუცის ინსტიტუტი, რომელიც თითოეულ სტუდენტს აძლევს ჩინური ენის უფასოდ შესწავლისა და ჩინეთში სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას;


დაფინანსების რა შესაძლებლობები აქვთ „ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტებს? 


  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული გრანტი; 
  • შიდა 50%-იანი დაფინანსება; 
  • სტიპენდია;


რა შემთხვევაში იღებს სტუდენტი სტიპენდიას?


იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს სტიპენდიის მიღება, მას უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და აქტიურად უნდა იყოს ჩართული სტუდენტურ კონფერენციებში, უნივერსიტეტის სახელით განხორციელებულ კვლევებში, პროექტებში, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში.


რა განსხვავებაა უნივერსიტეტის მიერ გაცემულ გრანტს, სტიპენდიასა და შიდა 50%-იან დაფინანსებას შორის?


  • გრანტი - უნივერსიტეტის მიერ გაცემული გრანტი განსხვავდება სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად გაცემული გრანტისგან და წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას თითოეული სტუდენტისთვის. Გრანტი გაიცემა “უნივერსიტეტის ფონდის” მიერ, რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საგანმანათლებლო სივრცეში კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა. გრანტის ფარგლებში, თითოეულ სტუდენტს, რომელსაც სასწავლო სემესტრის ბოლოს ექნება GPA 3.5 ან მეტი, სრულად დაუფინანსდება ყოველი მომდევნო სემესტრის სწავლის საფასური.
  • სტიპენდია - დეტალები იხილეთ ბმულზე. 
  •  50 %-იანი შიდა დაფინანსება - აბიტურიენტებისთვის შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსება, რომელიც სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე გაიცემა.

აკადემიური პერსონალი

სასწავლო კურსი: პროექტის მართვა

ლელა მაჩაიძე

პროექტის მართვის პროფესიონალი, ბიზნეს ქოუჩი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: კონფლიქტის მართვის ფსიქოლოგია

ანნა კარდანახიშვილი

ევექსი ჰოსპიტლების ტრენერი, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: რეკრუტირება

თამარ შუბლაძე

პირველი არხის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ორგანიზაციისა და მართვის ფსიქოლოგია

ალექსანდრე ჭელიძე

სს ჯი-ი-სი-ს ბიზნეს კონსულტანტი, ასისტენტ პროფესორი
სასწავლო კურსი: ფილოსოფიის საფუძვლები

გიორგი ხუროშვილი

ფილოსოფიის დოქტორი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: განვითარების ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია

ლიკა მერაბიშვილი

ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, განათლებისა და განვითარების სივრცის დირექტორი, ფსიქოლოგიის დოქტორი
სასწავლო კურსი: ფსიქოლოგიის საფუძვლები I, II, იურიდიული ფსიქოლოგია

ნინო ქიტოშვილი

ასისტენტ - პროფესორი
სასწავლო კურსი: ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები, კლინიკური ფსიქოლოგიის შესავალი

მაია მინაშვილი

მოწვეული ლექტორი