ალტე უნივერსიტეტი

ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება

  • პროგრამის მიმოხილვა
  • პროგრამის სტრუქტურა
  • მიღების წესები
  • საკონტაქტო ინფორმაცია
ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხური მოიცავს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამას, რომელიც თავისი შინაარსით უნიკალურია.

ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის მიზანია უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ისეთი მაღალკვალიფიციური მკვლევრების, ანალიტიკოსებისა და შემმუშავებლების მომზადება, რომელთაც, შესაბამისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით, შეეძლებათ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების კონკრეტული პრობლემების ადეკვატური შეფასება-ანალიზი და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა.

სამაგისტრო კურსის სასწავლო პროგრამა ეფუძნება უსაფრთხოების საკითხებისადმი მულტიდისციპლინარულ,ერთიან, ინტეგრირებულ მიდგომას. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია უსაფრთხოების თეორიებსა და ძირითად კონცეფციებთან დაკავშირებით სტუდენტებისათვის ფუნდამენტური ცოდნის მიცემასთან ერთად უსაფრთხოების როგორც ხისტი, ასევე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ასპექტების სწავლებაზე.

ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამა კურსდამთავრებულებს საშუალებს აძლევს კარიერა გააგრძელონ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი


სწავლების ენა: ქართული (პროგრამის ინდივიდუალური სასწავლო კურსები ხორციელდება ინგლისურ ენაზე)


პროგრამის სტრუქტურა


  • სავალდებულო კომპონენტები - 102 კრედიტი, 
  • სავალდებულო სასწავლო კურსები - 69 კრედიტი
  • პრაქტიკა - 6 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი - 27 კრედიტი 
  • არჩევითი კომპონენტი - 18 კრედიტი

აღნიშნულ  პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს


აუცილებელი მოთხოვნები


  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრების წარმატებით გავლა
  • ინგლისური ენის B2-ის დონეზე ცოდნა (დასტურდება ინგლისურ ენაში შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგებით ან შესაბამისი დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფაკატით)

სახელი,გვარი: ვასილ (დავით) სიხარულიძე

პოზიცია: პროგრამის ხელმძღვანელი

ელ.ფოსტა: d.sikharulidze@alte.edu.ge

აკადემიური პერსონალი

სასწავლო კურსი: ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა

გიორგი კობერიძე

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: საერთაშორისო უსაფრთხოების სამართალი

გიგა ლემონჯავა

საგარეო ურთიერთობებისა და გლობალური პოლიტიკის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი
სამაგისტრო პროგრამა: შესავალი უსაფრთხოების მეცნიერებებში, ეთიკა და საერთაშორისო ურთიერთობები

დავით სიხარულიძე

ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: დაზვერვა და კონტრდაზვერვა, ტერორიზმი და კონტრტერორიზმი

ბათუ ქუთელია

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პროფესორი
სასწავლო კურსი: აშშ-ს საგარეო პოლიტიკა

ირინა არაბიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა და სამხედრო ძალის გამოყენება

ბობ ჰამილტონი

შავი ზღვის აუზის სწავლებების მკვლევარი