ალტე უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა (MBA)

  • პროგრამის მიმოხილვა
  • პროგრამის სტრუქტურა
  • მიღების წესები
  • საკონტაქტო ინფორმაცია

ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 2 წლიან ბიზნესის სამაგისტრო პროგრამას, რომელიც სრულად ფარავს ბიზნესის ძირითად დისციპლინებს და მნიშვნელოვან ფოკუსირებას ახდენს პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.


სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს 21-ე საუკუნის ბიზნეს ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების სინთეზით, დარგის ღრმა ცოდნით და მაღალ ეთიკური პრინციპებით,  წარმატებით გადაჭრან თანამედროვე კომპლექსური გამოწვევები და შექმნან ეკონომიკური დოვლათი საკუთარი, ქვეყნის და გლობალური კეთილდღეობისთვის.


პროგრამის სავალდებულო კომპონენტების წარმატებით დაძლევის და მინიმუმ 120 კრედიტის მოპოვების შემდეგ, სტუდენტს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

სამაგისტრო პროგ­­­­­­­რამის კომპონენტები მიმარ­თუ­ლია პროგ­რა­მაში დასახული მიზ­­ნე­ბის მიღწე­ვა­ზე და სწავ­ლის შე­დე­გად მაგისტრის კომპეტენციების ჩამოყალიბე­ბა­ზე. მი­­­საღ­წე­ვი კომპე­ტენ­ციების ფორ­მირების ლო­გი­კური თან­მიმ­დევ­რობა და ევოლუ­ცია გან­სა­ზ­ღ­ვ­­რავს სამაგისტრო  პროგ­­რამის შინა­არსს, მის სტრუქ­ტუ­რას და სას­წავლო გეგმას.


სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს, რომელიც ფარავს სავალდებულო და არჩევით კომპონენტებს


სავალდებულო კომპონენტები შეადგენს 95 კრედიტს

  •  სა­ვალ­დებულო სასწავლო კურსები - 60 კრედიტი
  •  სამაგისტრო ნაშრომი  -25 კრედიტი

არჩევითი კომპონენტი მოიცავს 35 კრედიტს


არჩევითი საგნებიდან სტუდენტი ირჩევს 7 საგანს. რეკომენდებული დატვირთვა არის სემესტრში 6 საგანი, გარდა მე-4 სემესტრისა, რომლის განმავლობაში სტუდენტი ძირითადად ფოკუსირებულია სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობაზე.


ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ ბმულზე

 ბიზნესის სამაგისტრო  პროგრამაზე მისაღები მოთხოვნები


  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • ინგლისურ ენის ფლობა (B2-ის დონეზე) რაც დასტურდება ინგლისურ ენაში გამოცდის შედეგებით/შესაბამისი დონის დამატასტურებელი სერტიფიკატით
  • მინიმუმ 2 წლიანი მენეჯერული სამუშაო გამოცდილების ქონა

სახელი, გვარი: ნანა ჭანტურია

პოზიცია: ბიზნესის სკოლის მენეჯერი

მობ: 593 025 070

ელ.ფოსტა: n.chanturia@alte.edu.ge

აკადემიური პერსონალი

სასწავლო კურსი: ინვესტიციების მართვა

ვასილ რევიშვილი

Thales Investments-ის მმართველი პარტნიორი, პროფესორი
სასწავლო კურსი: მენეჯერული ეკონომიკა

ლიკა გოდერძიშვილი

ACT-ის სენიორ კონსულტანტი, წამყვანი ეკონომისტი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: ორგანიზაციული ქცევა

ნათია მეფარიშვილი

მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი,"ევროკავშირი საქართველოს" ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი
სასწავლო კურსი: ლიდერობის ოსტატობა

ნანა მიქაშავიძე

კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი დირექტორი, პროფესორი
სასწავლო კურსი: პროექტის მართვა

მაია გუნცაძე

საერთაშორისო განვითარების პროგრამების მრჩეველი, პროფესორი
სასწავლო კურსი: კორპორატიული ფინანსები, პირადი ინვესტიციების მართვა

ზურაბ ფიჩხაია

Shopshop.ge-ის დამფუძვნებელი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: კორპორატიული მართვა, ეთიკა და ქცევის ფსიქოლოგია

მარიამ მეღვინეთუხუცესი

საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: სტრატეგიული მართვა

ვანო ბალიაშვილი

ბიზნეს კონსულტანტი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: პროვაიდერების გადახდის სისტემები და პოლიტიკა

სოფიო ასპანიძე

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: დიზაინ აზროვნება და კრეატიულობა

დენ კოგანი

სოციალური მეწარმე, ანტრეპრენერი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსი: მარკეტინგი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები

გიორგი ბარკალაია

საკონსულტაციო კომპანია "OnPoint" - ის პარტნიორი, მოწვეული ლექტორი