სწავლა და ფინანსური დახმარება
საუნივერსიტეტო ფონდი
ალტე უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია მაქსიმალურად მეტი სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის კვლევითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
სწორედ ამიტომ, 2021 წელს შეიქმნა საუნივერსიტეტო ფონდი, რომლის მიზანიც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საგანმანათლებლო სივრცეში კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაა.
2022 წლიდან ფონდისგან დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს.
სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა განკუთვნილია:
- მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის
- სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის,რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგებით გამოირჩევიან
- უნივერსიტეტის სტიპენდიატებისთვის
- უნივერსიტეტის პროექტებში გამარჯვებული აბიტურიენტებისთვის
კვლევის დაფინანსების შესაძლებლობა განკუთვნილია:
- ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც სფეროსთვის აქტუალური საკითხის კვლევით პროექტებს წარმოადგენს.