ალტე უნივერსიტეტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ალტე უნივერსიტეტი აფასებს ჩვენს ვებგვერდზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ იჩენთ. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება

ალტე უნივერსიტეტის გუნდი, გპირდებით, რომ:

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;

ვებგვერდზე რეგისტრაციისას, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

დაინტერესებული პირის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, ალტე უნივერსიტეტი უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის გამოიყენება.

თქვენ უფლებამოსილებას ანიჭებთ ალტე უნივერსიტეტს და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენს შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის, პირდაპირი მარკეტინგული, ასევე საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის.