ვებსაიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„თანასწორობა და კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“

„ალტე უნივერსიტეტი" შეუერთდა ევროსაბჭოს ინიციატივას და 16 ნოემბერს, 16:00 საათზე უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამართა ლექცია თემაზე „თანასწორობა და კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.

ლექცია „ ალტე უნივერსიტეტის “ პროფესორმა და „თანასწორობის კოალიციის“ წევრმა ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლადო მკერვალიშვილმა წაიკითხა.

თანასწორობის კვირეული ხორციელდება ევროპის საბჭოს, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ, კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში. კამპანია მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის გავრცელებას მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.

სიახლეები

„ალტე უნივერსიტეტის“ საბაკალავრო პროგრამამ სრული 7 წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა

„ალტე უნივერსიტეტის“ საბაკალავრო პროგრამამ სრული 7 წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა

„ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას, უმაღლესი საგანმანათლებო პროგრამების აკრედიტაციის...

იხილეთ მეტი
ღია კარის დღე

ღია კარის დღე

ალტე უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე 24 და 25 ნოემბერს.როგორ დარეგისტრირდეთ ალტე უნივერსიტეტის...

იხილეთ მეტი
„თანასწორობა და კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“

„თანასწორობა და კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“

„ალტე უნივერსიტეტი" შეუერთდა ევროსაბჭოს ინიციატივას და 16 ნოემბერს, 16:00 საათზე უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამართა...

იხილეთ მეტი