ალტე უნივერსიტეტი

გაიარე სტრატეგიული მენეჯმენტის Micro Master პროგრამა “ალტე უნივერსიტეტში”.

პროგრამის ფარგლებში საშუალება გექნება გაიღრმავო ცოდნა, შეისწავლო ნებისმიერი სფეროს მენეჯერისთვის აუცილებელი მიმართულებები და შეიძინო ახალი უნარები. პროგრამა მოიცავს 6 ძირითად მიმართულებას:

  • სტრატეგიული მართვა - ლექტორი: ვანო ბალიაშვილი;
  • ოპერაციების მართვა და ახალი ტექნოლოგიები - ლექტორი: გიორგი მხეიძე;
  • ორგანიზაციული ცვლილებების მართვა - ლექტორი: მაია სიჭინავა;
  • დიზაინ აზროვნება - ლექტორი: დენ კოგანი;
  • ორგანიზაციული ქცევა - ლექტორი: ნათია მეფარიშვილი;
  • მარკეტინგი - ლექტორი: გიორგი ბარკალაია.

სტრატეგიული მენეჯმენტის Micro Master პროგრამის ღირებულება - 1950 ლარი.
ხანგრძლივობა: 3 თვე
ცალკეულ საგანზე რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეული კურსის ფასი შეადგენს - 400 ლარს.


სტრატეგიული მენეჯმენტის Micro Master პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დამატებითი მიმართულებების არჩევაც.

  • სტრუქტურულ არქეტიპული ბრენდინგი - ხათუნა თავდგირიძე,  ღირებულება: 400 ლარი ხანგრძლივობა : 3 თვე
  • სოც. მედია მარკეტინგი - თამარ ჩილაჩავა,  ღირებულება: 400 ლარი ხანგრძლივობა : 3 თვე
  • სტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი - მარიამ ჭანტურია, ღირებულება: 400 ლარი ხანგრძლივობა : 3 თვე

სტრატეგიული მენეჯმენტის Micro Master პროგრამის მენტორები:

ვანო ბალიაშვილი
საგანი: სტრატეგიული მართვა


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრი, ESM თბილისის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი პროექტის მენეჯმენტში. იგი მუშაობდა "თიბისი ბანკის" ოპერაციების დირექტორად და ამჟამად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბიზნეს-კონსულტანტია.

გიორგი მხეიძე
საგანი: ოპერაციების მართვა და ახალი ტექნოლოგიები

სხვადასხვა დროს გიორგი მხეიძე მუშაობდა “საქართველოს ბანკისა” და “ევექსი ჰოსპიტლების” ხელმძღვანელ პოზიციებზე.

მაია სიჭინავა
საგანი: ორგანიზაციული ცვლილებების მართვა

მაია სიჭინავა ფლობს მაგისტრის ხარისხი კავკასიის ბიზნეს სკოლის და გრენობლის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე. მუშაობდა ბანკი რესპუბლიკა Societe Generale-ს Top პოზიციებზე, დღეს კი “სოლოს” გაყიდვებისა და ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელია.

დენ კოგანი
საგანი: დიზაინ აზროვნება

დენ კოგანი არის Open Valley Israel-ის სამეწარმეო განათლების ექსპერტი. ის გამოცდილი ტექნოლოგიური და სოციალური მეწარმე, მენტორი და ვორკშოფების ფასილიტატორია. დენი იკვლევს და ასწავლის პრაქტიკული ინოვაციების და ცვლილებების მომტანი თამაშების მეთოდოლოგიებს, მაღალი წარმადობისა და Flow მდგომარეობის მიღწევის უნარებს.

ნათია მეფარიშვილი
საგანი: ორგანიზაციული ქცევა

სავაჭრო სამრეწველო პალატის მარკეტინგისა და პიარის ყოფილი ხელმძღვანელი, "ევროკავშირი საქართველოს" ექსპერტი და "მეწარმე ქალთა საბჭოს" თავმჯდომარე.

გიორგი ბარკალაია
საგანი: მარკეტინგი

სხვადასხვა დროს იყო „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „არტი ჯგუფის“, საქართველოს ბანკის ჯგუფის,, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიისა“ და სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი.


სიახლეები

SPECIAL ANNOUNCEMENT OF THE PRESIDENT OF ALTE UNIVERSITY REGARDING “ADVISORY TO INDIAN STUDENTS SEEKING ADMISSION IN GEORGIA”

SPECIAL ANNOUNCEMENT OF THE PRESIDENT OF ALTE UNIVERSITY REGARDING “ADVISORY TO INDIAN STUDENTS SEEKING ADMISSION IN GEORGIA”

SPECIAL ANNOUNCEMENT OF THE PRESIDENT OF ALTE UNIVERSITY REGARDING “ADVISORY TO INDIAN STUDENTS SEEKING ADMISSION IN GEO...

იხილეთ მეტი
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური თანამდებობების კონკურსის შედეგები ცნობილია

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური თანამდებობების კონკურსის შედეგები ცნობილია

ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აკადემიური თანა...

იხილეთ მეტი
ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს

ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს

ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს, როგორც...

იხილეთ მეტი