ცხადდება სამეცნიერო სტატიების მიღება ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალისთვის (მეორე ყოველწლიური გამოცემა). ჟურნალი არის ორენოვანი და გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ჟურნალს ექნება მინიჭებული ISSN კოდი.
ალტე უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში დასაბეჭდად გამოგზავნილი სტატიები გაივლის ორეტაპიან ფარულ რეცენზიას დარგის ექსპერტებთან. ექსპერთა დასკვნებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სტატია შესაფასებლად გადაეგზავნება მესამე რეცენზენტს. სტატიები დაიბეჭდება დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში. სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელი იქნება სტატიის ავტორი/ავტორები.
ალტე უნივერსიტეტის 2022 წლის სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიების მიღება მოხდება შემდეგი სფეროებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოების პოლიტიკა, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, მედიცინა, ტექნოლოგიები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიების გამოგზავნა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, დამოუკიდებელ და კვლევითი ცენტრების მკვლევარებს.
სამეცნიერო სტატიას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ავტორი.
შერჩეულ სტატიებზე, ავტორთა რაოდენობის მიუხედავად, გაიცემა 500-ლარიანი ჰონორარი.
მსურველებმა, 2023 წლის 15 იანვრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო სტატიები ელ-ფოსტაზე - research@alte.edu.ge
სამეცნიერო სტატიის ტექნიკური მახასიათებლები:
- სამეცნიერო სტატია უნდა იყოს მინიმუმ 1,300 და მაქსიმუმ 1,800 სიტყვა (ბიბლიოგრაფიის და დანართების გამოკლებით)
- დოკუმენტის ფორმატი - Microsoft Word
- ფურცლის ზომა - A4
- ფონტი - Sylfaen
- ზომა - 12
- სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.5
- ველებს შორის დაშორება – 1 ინჩი (2.54 სმ.)
- გვერდები უნდა დაინომროს
სამეცნიერო სტატიის სატიტულო გვერდი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- ავტორის/თანაავტორების სახელი და გვარი სრულად
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/კვლევითი ცენტრის დასახელება
- ავტორის/თანაავტორების აკადემიური თანამდებობა ან სამეცნიერო ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ნაშრომის სათაური
სამეცნიერო სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:
- რეზიუმე - არაუმეტეს 200 სიტყვა
- საკვანძო სიტყვები - 8-10 სიტყვა
- შესავალი
- თემის ძირითადი ნაწილი
- დასკვნა
- გამოყენებული ლიტერატურა
- დანართები (არსებობის შემთხვევაში)
- ნაშრომი უნდა გაფორმდეს APA სტილში
- ყველა წარმოდგენილი ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე
სტატიების ავტორები დედლაინიდან 1 თვის ვადაში მიიღებენ პასუხს მათი სტატიის გამოქვეყნების შესახებ.