ალტე უნივერსიტეტი

სამედიცინო ტექნოლოგიები სკოლაში - საგრანტო კონკურსის გამარჯვებული

ალტე უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

პროექტის მიზანია უფროსკლასელი მოსწავლეების დაინტერესება სამედიცინო ტექნოლოგიებით. ამ მიზნით პროექტში დაგეგმილია საბავშვო უნივერსიტეტის განხორციელება, რომელშიც თბილისის 10 საჯარო სკოლიდან 50 მოსწავლე ისწავლის. საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ტელემედიცინის, ბიოინფორმატიკის და სამედიცინო სატარებელი მოწყობილობების უახლეს მიღწევებს და გამოყენებებს, შეისწავლიან ელექტრონიკის და პროგრამირების საფუძვლებს და შექმნიან არდუინოზე დაფუძნებული სამედიცინო სატარებელი მოწყობილობების პროტოტიპებს. პროექტი დასრულდება სამეცნიერო გამოფენა-კონკურსით, სადაც პროექტში ჩართულ სკოლებთან ერთად, სხვა სკოლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი გუნდის მიერ შექმნილი პროექტი სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით. პროექტში სკოლების მიღება გამოცხადდება სექტემბერში.

პროექტის ხელმძღვანელია ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, პროექტის კოორდინატორი - ალტე უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი ქეთევან ჩახნაშვილი. კომპიუტერული მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი საინჟინრო ტრენინგებს გაუძღვება, ხოლო სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი თეონა დალაქიშვილი - ტექნოლოგიური მეწარმეობის ტრენინგებს.

პროექტს კონსულტაციას გაუწევენ ქართველი მეცნიერები, რომლებიც სილიკონის ველზე მუშაობენ: ბიოინფორმატიკოსი ცოტნე ჩიტიაშვილი (Calico) და ბიოინფორმატიკოსი დავით მანაგაძე (DNANexus).

სიახლეები

SPECIAL ANNOUNCEMENT OF THE PRESIDENT OF ALTE UNIVERSITY REGARDING “ADVISORY TO INDIAN STUDENTS SEEKING ADMISSION IN GEORGIA”

SPECIAL ANNOUNCEMENT OF THE PRESIDENT OF ALTE UNIVERSITY REGARDING “ADVISORY TO INDIAN STUDENTS SEEKING ADMISSION IN GEORGIA”

SPECIAL ANNOUNCEMENT OF THE PRESIDENT OF ALTE UNIVERSITY REGARDING “ADVISORY TO INDIAN STUDENTS SEEKING ADMISSION IN GEO...

იხილეთ მეტი
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური თანამდებობების კონკურსის შედეგები ცნობილია

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური თანამდებობების კონკურსის შედეგები ცნობილია

ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აკადემიური თანა...

იხილეთ მეტი
ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს

ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს

ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს, როგორც...

იხილეთ მეტი