ალტე უნივერსიტეტი

Northeastern University-სა და ალტე უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც მრავალმხრივია: აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობა; ტრენინგების, სემინარების, ვებინარების დაგეგმვა/განხორციელება; აკადემიურ პროგრამებზე, პროექტებსა და კურიკულუმზე ერთობლივად მუშაობა, კოლაბორაცია აკადემიური პუბლიკაციებისა და სხვა თემატური მასალების მომზადების მიმართულებით და სხვა. ასევე დაგეგმილია Northeastern University-ის ცივილიზაციათა შორის დიალოგის პროგრამის პროექტი: „საქართველო: მეორე სამოთხე ევროპასა და აზიას შორის“. რომელიც თბილისში, „ალტე უნივერსიტეტის“ ბაზაზე განხორციელდება.

„Northeastern University-სა და ალტე უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შექმნის არაერთ უნიკალურ შესაძლებლობას როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვისაც. გამოცდილება, რომელსაც ეს უნივერსიტეტი გაგვიზიარებს, იქნება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის. მჯერა, რომ ეს არის ძალიან ძლიერი, ორმხრივად სასარგებლო პარტიონორობის დასაწყისი, რომელიც კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს.“ - რამაზ კუკულაძე, „ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი.

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა - პირველი გლობალური სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც Northeastern University-სა და ალტე უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა, სტუდენტებს გავუზიაროთ ცოდნა, როგორც დინამიკური ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ასევე ტრანსკულტურული პროცესების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტები გამოიკვლევენ და გაანალიზებენ თუ როგორ მოახერხა საქართველომ გეგმიური ეკონომიკიდან კაპიტალიზმზე გადასვლა.“- იაკოვ ბარტი, Northeastern University-ის უნივერსიტეტის მარკეტინგის ასოც. პროფესორი და ცივილიზაციათა შორის დიალოგის პროგრამის ხელმძღვანელი.

Northeastern University დაფუძნდა 1898 წელს და წარმოადგენს გლობალურ კვლევით უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის კამპუსები მდებარეობს: ბოსტონში, მასაჩუსეტში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ლონდონში, პორტლანდში, სან ფრანცისკოში, სიეტლში, სილიკონ ველში, ტორონტოსა და ვანკუვერში. ამ ქსელის ფარგლებში, უნივერსიტეტი მუდმივად აფართოებს შესაძლებლობებს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და კოლაბორაციული კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. 9 კოლეჯისა და სკოლის მრავალრიცხოვანი პროგრამები - როგორც კამპუსში, ასევე ონლაინ და ჰიბრიდულ ფორმატში - იძლევა სხვადასხვა აკადემიური ხარისხის მოპოვების შესაძლებლობას. მათ შორის, უნივერსიტეტი აერთიანებს 140-ზე მეტ მულტიდისციპლინარულ პროგრამას, რათა სტუდენტები მოამზადოს მიზანზე ორიენტირებული ცხოვრებისა და წარმატებული კარიერისთვის.

სიახლეები

ალტე უნივერსიტეტი და რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის (Credit Mobility) ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ

ალტე უნივერსიტეტი და რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის (Credit Mobility) ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ

ალტე უნივერსიტეტი და რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის (Credit Mobility) ფარგლებში აქტიურად თანამშრომლო...

იხილეთ მეტი
USMLE courses

USMLE courses

USMLE courses will be available for Alte University students from October 2023. The International Medical School of Alt...

იხილეთ მეტი
ალტე უნივერსიტეტის სკოლების სიას ახალი, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლაც დაემატა

ალტე უნივერსიტეტის სკოლების სიას ახალი, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლაც დაემატა

ალტე უნივერსიტეტის სკოლების სიას ახალი, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლაც დაემატა. 2023-2024 სასწავლო წელს კომპიუტ...

იხილეთ მეტი