ვებსაიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ღია კარის დღე

ალტე უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე 24 და 25 ნოემბერს.

როგორ დარეგისტრირდეთ ალტე უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე?
ღია კარის დღეზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1kWorJirOsE2sZQaYdjQuSrdA97QFxmhcH0FCWwf633c/viewform?edit_requested=true

ვის შეუძლია ღია კარის დღეზე დასწრება?
ალტე უნივერსიტეტის ღია კარის დღე განკუთვნილია სკოლის დამამთავრებელი კლასების (მე-11, მე-12 კლასი) მოსწავლეებისთვის.

რა ინფორმაციას მიიღებთ ღია კარის დღეზე?
ალტე უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას იმ შეთავაზებებზე, რომელთაც უნივერსიტეტი გთავაზობთ 2022 წელს. საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შეხვდებით შესაბამისი ფაკულტეტების წარმომადგენლებს და დაუსვამთ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს პროგრამების შესახებ.

ალტე უნივერსიტეტის ღია კარის დღეები ჩატარდება 24 და 25 ნოემბერს შემდეგი განრიგით:

24 ნოემბერი
11:00 - 12:00 ღია კარის დღის გახსნა
12:00 - 12:30 აბიტურიენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას, გზა თბილისის ღია უნივერსიტეტიდან ალტე უნივერსიტეტამდე. სპიკერი პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ამირანაშვილი.
12:30 -13:00 ბიზნეს სკოლის პრეზენტაცია, აბიტურიენტები გაეცნობიან ბიზნესის სკოლის პროგრამებს, დასაქმების შესაძლებლობებსა და სტარტაპ გარაჟს. სპიკერი ბიზნეს სკოლის დეკანი ნანა მიქაშავიძე.
13:00 - 13:30პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ამირანაშვილი უპასუხებს თქვენ მიერ დასმულ კითხვებს.
13:30 -14:00 კამპუსის ტური და ყავის შესვენება.
14:00 -15:00 ღია კარის დღის გახსნა
15:00 -15:30 აბიტურიენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას, გზა თბილისის ღია უნივერსიტეტიდან ალტე უნივერსიტეტამდე. სპიკერი პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ამირანაშვილი.
15:30 -16:00 სამართლის სკოლის პრეზენტაცია, აბიტურიენტები გაეცნობიან სამართლის სკოლის პროგრამებს და დასაქმების შესაძლებლობებს. სპიკერი სამართლის სკოლის დეკანი ქეთი ცხადაძე. 
16:00 -16:30 პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ამირანაშვილი უპასუხებს თქვენ მიერ დასმულ კითხვებს.
17:00 კამპუსის ტური

25 ნოემბერი
11:00 - 12:00 ღია კარის დღის გახსნა
12:00 - 12:30 აბიტურიენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას, გზა თბილისის ღია უნივერსიტეტიდან ალტე უნივერსიტეტამდე. სპიკერი პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ამირანაშვილი.
12:30 -13:00 სამედიცინო სკოლის პრეზენტაცია, აბიტურიენტები გაეცნობიან ინფორმაციას სამედიცინო სკოლის საერთაშორისო აღიარების, აკრედიტაციის, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის და მემორანდუმების შესახებ. სპიკერი სამედიცინო სკოლის დეკანი ჯილდა ჭეიშვილი.
13:00 -13:30 პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ამირანაშვილი და სამედიცინო სკოლის დეკანი ჯილდა ჭეიშვილი უპასუხებენ თქვენ მიერ დასმულ კითხვებს.
13:30 -14:00 კამპუსის ტური და ყავის შესვენება.
14:00 -15:00 ღია კარის დღის გახსნა
15:00 -15:30 აბიტურიენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას, გზა თბილისის ღია უნივერსიტეტიდან ალტე უნივერსიტეტამდე. სპიკერი პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ამირანაშვილი.
15:30 -16:00 სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პრეზენტაცია (ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები,ინგლისური ფილოლოგია, ფსიქოლოგია), აბიტურიენტები გაეცნობიან სასწავლო პროგრამებს და დასაქმების შესაძლებლობებს. სპიკერი სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ქეთი ცხადაძე.
16:00 -16:30 პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ამირანაშვილი და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ქეთი ცხადაძე უპასუხებენ თქვენ მიერ დასმულ კითხვებს.
 17:00 კამპუსის ტური

გთხოვთ გაითვალისწინოთ, დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია!

განათლება, მუდმივი განვითარებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია
 +995 32 2402946/48
info@alte.edu.ge
 თბილისი, უნივერსიტეტის ქ N 2

სიახლეები

„ალტე უნივერსიტეტის“ საბაკალავრო პროგრამამ სრული 7 წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა

„ალტე უნივერსიტეტის“ საბაკალავრო პროგრამამ სრული 7 წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა

„ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას, უმაღლესი საგანმანათლებო პროგრამების აკრედიტაციის...

იხილეთ მეტი
ღია კარის დღე

ღია კარის დღე

ალტე უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე 24 და 25 ნოემბერს.როგორ დარეგისტრირდეთ ალტე უნივერსიტეტის...

იხილეთ მეტი
„თანასწორობა და კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“

„თანასწორობა და კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“

„ალტე უნივერსიტეტი" შეუერთდა ევროსაბჭოს ინიციატივას და 16 ნოემბერს, 16:00 საათზე უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამართა...

იხილეთ მეტი