ალტე უნივერსიტეტი

ალტე უნივერსიტეტში 4, 5 და 6 თებერვალს ჩატარდა დიზაინ ფიქრის ტრენინგ კურსი, რომელსაც ეკა ყიფიანი უძღვებოდა.


„დიზაინ ფიქრი“ სულაც არ არის მხოლოდ გრაფიკოსი დიზაინერის საქმე. ესაა აზროვნების სტილი, მიდგომა, რომელიც დასახული ამოცანის მოქნილად და ორიგინალურად გადაწყვეტაში გვეხმარება.

აღნიშნა ეკა ყიფიანმა


კურსის დასრულების შემდეგ, თავად მონაწილებმა გაგვიზიარეს შთაბეჭდილებები.


კახა ბრეგვაძე- ბიზნეს პროცესების განვითარების სამსახურის უფროსი

განვითარების გზა პრობლემების გადაჭრის კრეატიულ მეთოდებზე გადის. დიზაინ ფიქრი კი ამ მეთოდების აღმოჩენაში გეხმარება. კურსის ფარგლებში გაზიარებულმა ცოდნამ მნიშვნელოვნად შემიწყო ხელი შემოქმედებითად მივდგომოდი ჩემს პროფესიულ დარგს. მემუშავა, დამეხვეწა და დამენერგა ინოვაციური იდეები საკუთარ საქმიანობაში.


თამთა ფასურიშვილი- საბანკო პროექტების მენეჯერი

დიზაინ ფიქრის კურსმა დამარწმუნა, რომ ნებისმიერი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს განსაკუთრებული იდეა. ბიზნესით დაკავებულ პროფესიონალებს დიზაინ ფიქრის კურსი აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ჩასწვდნენ მომხმარებლის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ საჭიროებებს. შედეგად, შექმნან უნიკალური პროდუქტი და წარმატებით განახორციელონ სხვადასხვა პროექტი.


ქეთი შალუტაშვილი- გრაფიკული დიზაინერი

დიზაინ ფიქრის კურსის სამი დღე ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი დღეები იყო ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. მიღებული ცოდნა უკვე აისახა ჩემს საქმიანობაზე. დარწმუნებული ვარ, კურსზე მიღებული გამოცდილება წარმატებისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარება.

სიახლეები

ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა პოლ უილიამსის წიგნს - Security Studies: An Introduction (3rd Edition) თარგმნის

ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა პოლ უილიამსის წიგნს - Security Studies: An Introduction (3rd Edition) თარგმნის

ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, უზრუნველყოფს ცნობილი ამერიკელ...

იხილეთ მეტი
სამართლის სკოლის აკადემიური თანამდებობის კონკურსის შედეგი ცნობილია

სამართლის სკოლის აკადემიური თანამდებობის კონკურსის შედეგი ცნობილია

ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა შემდეგი კ...

იხილეთ მეტი
ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ბაზაზე  ამერიკული კომპანიის Cisco Systems-ის  ქსელური აკადემია დაფუძნდა

ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ბაზაზე ამერიკული კომპანიის Cisco Systems-ის ქსელური აკადემია დაფუძნდა

ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლის ბაზაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის Cisco Syst...

იხილეთ მეტი