„ალტე უნივერსიტეტი“ გთავაზობთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგის დიზაინ ფიქრის სამდღიან ინტენსიურ ტრენინგს.
დიზაინ ფიქრი არის პრობლემების გადაჭრის, ამოცანების ამოხსნის, გამოწვევების გადალახვისა და ინოვაციების დანერგვის თანამედროვე დისციპლინა. ის სხვადასხვა დარგის დიზაინერებისგან ითვისებს შემოქმედებით მეთოდებს, ძიების მიდგომებსა და მოფიქრების ეტაპებს.
ტრენინგს ამბიციური მიზანი აქვს - 3 დღეში დიზაინ ფიქრის მიდგომის სიღრმისეული აღქმა, გაგება და დაუფლება. ინტენსიური კურსი გააერთიანებს როგორც თეორიულ, ასევე მეტად მნიშვნელოვან პრაქტიკულ სწავლებას. ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიაზრონ და გაითავისონ, თუ რა წვლილი აქვს დიზაინ ფიქრის პროცესს ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების ტრანსფორმაციასა და შთაგონების პროცესში. გარდა ამისა, თითოეული მათგანი გაივლის მის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს და გაეცნობა პროცესის ფუნდამენტურ მიდგომებს.
კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც...
- სურს რომ შეეძლოს ამოცანების ამოხსნა და პრობლემების გადაჭრა - სფეროს განურჩევლად;
- სჯერა ინოვაციური იდეების და სურს, რომ თანამედროვეობას მაქსიმალურად მოერგოს;
- აქვს სურვილი შეცვალოს, გააუმჯობესოს და გამოიგონოს რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი;
- ეფიქრება იმაზე, თუ როგორ გახადოს უკეთესი საკუთარი კომპანია, გარემო და თუნდაც, ქვეყანა
კურსის გავლის შემდეგ, თქვენ...
- შეძლებთ დიზაინ ფიქრის დანერგვას ნებისმიერი ამოცანის ამოხსნის პროცესში;
- გახდებით უფრო თავდაჯერებულობები და ირწმუნებთ საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებს;
- უკეთ გაუგებთ ადამიანებს - მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ საჭიროებებს;
- შეისწავლით იდეების გენერაციის ტექნიკებს;
- განივითარებთ პრობლემების გადაჭრის უნარებს;
დიზაინ მოაზროვნეები [Design Thinkers] წარმატებით მუშაობენ შეზღუდვების პირობებში, იღებენ ადამიანზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, მოაქვთ გარემოსთვის დადებითი ცვლილებები და ყოველთვის პოულობენ შესაძლებლობებს მუდმივად ცვალებად გარემოში.
კურსის ჩატარების თარიღი 4-6 თებერვალი, კურსის ღირებულება შეადგენს 1500 ლარს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ ბმულს