Alte university- ალტეს უნივერსიტეტი

„ალტე უნივერსიტეტის“ საბაკალავრო პროგრამამ სრული 7 წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა

„ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას, უმაღლესი საგანმანათლებო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 7 წლის ვადით სრული აკრედიტაცია მიენიჭა. პროგრამული აკრედიტაცია გულისხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტებით პროგრამის შეფასებას. ,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო აკრედიტაცია, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. აკრედიტაციის მინიჭებით დასტურდება დაწესებულების მზაობა და პოტენციალი ჰქონდეს კონკურენტუნარიანი, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამა.
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა განახლდა შრომის ბაზრის მოთხოვნების, წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითა და მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პრაქტიკოსი ლექტორების მაღალი ჩართულობით. შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭომ დაადგინა პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობა და მიანიჭა სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით, რაც პირველ რიგში, აისახება უნივერსიტეტზე, როგორც განათლების ხარისხის განვითარებაზე მუდმივად ორიენტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტებზე, რომლებიც ისარგებლებენ პროგრამით უზრუნველყოფილი უპირატესობებით, რაც დაეხმარებათ მათ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და ქართულ და საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე წარმატებით დასაქმებაში“. - აღნიშნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა პროფ. ქეთევან ცხადაძემ.
„ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კონკურენტუნარიანი და პროფესიონალი კადრი, რომელსაც ექნება სიღრმისეული ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში: საერთაშორისო უსაფრთხოება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, საერთაშორისო ურთიერთობების ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატები, რეგიონული კონტექსტები, მმართველობასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. 

სიახლეები

ალტე უნივერსიტეტში გარე მობილობა დაიწყო

ალტე უნივერსიტეტში გარე მობილობა დაიწყო

„ალტე უნივერსიტეტში“ 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო. 28 იანვრიდან 8 თებერვლამდე მობილობის...

იხილეთ მეტი
დიზაინ ფიქრი

დიზაინ ფიქრი

„ალტე უნივერსიტეტი“ გთავაზობთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგის დიზაინ ფიქრის სამდღიან ინტენსიურ ტრენინგს....

იხილეთ მეტი
პროექტის მართვა

პროექტის მართვა

ალტე უნივერსიტეტი გთავაზობთ Project Management-ის კურსს მოქმედი და დამწყები პროექტის მენეჯერებისთვის, შუა რგოლის მენეჯერ...

იხილეთ მეტი