ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები IT პროფესიონალებისთვის.
ალტე უნივერსიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი კურსის მიზანია, უპასუხოს საქართველოში არსებულ გამოწვევას, რომელიც დაკავშირებულია IT სფეროში პროფესიონალი კადრების სიმცირესთან. მნიშვნელოვანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაინტერესებული პირების აქტიურად ჩართვა პროექტში, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქალთა ჩართულობაზეც. წარმატებული კურსდამთავრებულების უმეტესობას ექნება უნიკალური შესაძლებლობა გაიაროს პრაქტიკა საქართველოში წამყვან უმსხვილეს კომპანიებში, მიიღოს სერტიფიკატი და დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას.
„მოხარულნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ალტე უნივერსიტეტთან, რის ფარგლებშიც მხარს ვუჭერთ ოცდაათ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ IT პროფესიონალს თავიანთი უნარების გაუმჯობესებაში Angular-ის მიმართულებით, რაც მათ დაეხმარებათ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებაში. შეძენილი უნარები კურსის თითოეულ მონაწილეს მისცემს უამრავ შესაძლებლობას და შეუქმნის პრაქტიკულ სასწავლო გარემოს, სადაც ის მიიღებს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე მისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას. ” - აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი.
სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია 27 სექტემბრიდან დაიწყება. მონაწილეთა შერჩევა კი ორ ეტაპად - ტესტირებისა და ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად მოხდება. შერჩეული კანდიდატები 6 თვიან პროგრამაზე სწავლას ნოემბრის დასაწყისში დაიწყებენ. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მათი შერჩევა ინდივიდუალური ინტერვიუს საფუძველზე მოხდება.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე