ალტე უნივერსიტეტი

ალტე უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (HBS) „მიკროეკონომიკისა და კონკურენციის პარტნიორთა ქსელის“ წევრი გახდა

ალტე უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (HBS) სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის „მიკროეკონომიკისა და კონკურენციის პარტნიორთა ქსელის“ წევრი გახდა. 2021 წლის მონაცემებით, აღნიშნული ქსელი წარმოდგენილია მსოფლიოს 67 ქვეყნის 130-მდე საგანმანათლებლო და ბიზნეს დაწესებულებაში, აერთიანებს 2 258 კურსსა და 70 000 სტუდენტს ეროვნული, რეგიონული, საერთაშორისო თანამშრომლობის, ექსპერტული ცოდნის გაზიარების, ერთობლივი კურსებისა და კვლევების დაგეგმვის მიმართულებით.


„მიკროეკონომიკისა და კონკურენციის პარტნიორთა ქსელის“ წევრობა უმნიშვნელოვანესი სიახლეა ალტე უნივერსიტეტის როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვისაც. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთის მხრივ, ლექტორებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, გაიზიარონ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის გამოცდილება და დანერგონ შესაბამისი თანამედროვე და ინოვაციური პრაქტიკები ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში, რაც სტუდენტებისთვის საერთაშორისო დონის განათლების მიღების კიდევ ერთი წყარო გახდება. მეორეს მხრივ, კი როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს ექნებათ წვდომა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დახურულ პლატფორმებზე განთავსებულ საგანმანათლებლო რესურსებზე (სხვადასხვა ინოვაციური ბიზნეს სიტუაციის ანალიზი, ელექტრონული მასალები, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების სალექციო მასალები და სხვა.), რაც სექტორში არსებული უახლესი კვლევებისა და მასალების უმდიდრეს ბაზაზე წვდომას გულისხმობს.


ალტე უნივერსიტეტს აღნიშნულ ქსელში წარმოადგენს ბიზნეს სკოლის პროფესორი და აფილირებული დოქტორი, მაია გუნცაძე და ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი, გიგა კიკორია.


„ეს შესაძლებლობა ჩემთვის, როგორც ლექტორისთვის, უმნიშვნელოვანესია, რადგან დღესდღეობით კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა თუ საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა მეცნიერების კვლევისა და მაღალი ინტერესის საგანია. ქსელში გაწევრიანებით, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორებს მოგვეცა შესაძლებლობა უნივერსიტეტის ბაზაზე დავამუშაოთ და დავნერგოთ შესაბამისი კურსები, ასევე, განვახორციელოთ ერთობლივი კვლევითი თუ სხვა პროექტები ქსელის წევრების ჩართულობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ისევ და ისევ, ჩვენი სტუდენტებისთვის ზრდის უმაღლესი ხარისხის განათლებაზე უნიკალურ ხელმისაწვდომობას.“ - აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მაია გუნცაძე.

სიახლეები

ალტე უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (HBS) „მიკროეკონომიკისა და კონკურენციის პარტნიორთა ქსელის“ წევრი გახდა

ალტე უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (HBS) „მიკროეკონომიკისა და კონკურენციის პარტნიორთა ქსელის“ წევრი გახდა

ალტე უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (HBS) სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის „მიკროეკონომიკისა და კონკ...

იხილეთ მეტი
ალტე უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლა შეიქმნა

ალტე უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლა შეიქმნა

ალტე უნივერსიტეტის სკოლების სიას ახალი, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლა დაემატა. 2023-2024 სასწავლო წელს კომპიუტერ...

იხილეთ მეტი
სამეცნიერო სტატიების მიღება დაიწყო

სამეცნიერო სტატიების მიღება დაიწყო

ცხადდება სამეცნიერო სტატიების მიღება ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალისთვის (მეორე ყოველწლიური გამოცემა)...

იხილეთ მეტი