ალტე უნივერსიტეტი

მისია & ხედვა

ჩვენი მისიაა სტუდენტებს მივცეთ სრულფასოვანი ცოდნა და ყველა საჭირო უნარი, იმისათვის, რომ შექმნან დამატებითი, გრძელვადიანი ღირებულება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

ალტე უნივერსიტეტის ხედვაა, იყოს ხარისხიანი განათლების მიღების, სამეცნიერო კვლევისა და პროფესიული უნარების განვითარებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში და გახდეს მიზიდულობის ერთგვარი ცენტრი არამარტო ქართველი, არამედ საერთაშორისო სტუდენტებისთვისაც.

ღირებულებები:

მეწარმეობა - რეალობასთან ადაპტირების ნაცვლად, მუდმივი სწრაფვა ცვლილებებისკენ, არსებული საზღვრების მიღმა ხედვა.

ინოვაცია - განსხვავებული და კრეატიული/ქმედითი იდეების მუდმივი ძიება.

პატიოსნება - ჩვენს ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება, საქმიანობის წარმართვა სამართლიანობის, ნდობის, გულწრფელობისა და პატივისცემის გზით.

სრულყოფილებისკენ სწრაფვა - განვითარების შესაძლებლობების ძიებისა და ახალი გამოწვევებისკენ სწრაფვის პარალელურად, ვიყოთ საუკეთესოები იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ.

მიიღე ამომწურავი ინფორმაცია

თუ ინფორმაცია, რომელიც გაინტერესებს, ვერ იპოვე ვებ-გვერდზე, მოგვწერე და  მიიღე დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის წარმომადგენლისგან.