დირექტორთა საბჭო ალტე უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანოა, რომლის შემადგენლობაშიც თანამდებობრივად შედის: პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, უნივერსიტეტის ყველა დეპარტამენტის დირექტორი და ყველა სკოლის დეკანი. მისი თავმჯდომარეა - პრეზიდენტი. დირექტორთა საბჭოს უფლებამოსილებები, მათ შორის საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, სხდომების მომზადებისა და ჩატარების წესები, განსაზღვრულია ალტე უნივერსიტეტის დებულებით, რომლის ახალი რედაქცია დამტკიცდა სენატის მიერ, 2021 წლის 9 ნოემბრის კრების ოქმით. ამავე ოქმის საფუძველზე, 2021 წლის 9 ნოემბრიდან, დირექტორთა საბჭომ ჩაანაცვლა სენატი და განაგრძობს აქტიურ ფუნქციონირებას.
დირექტორთა საბჭოს უფლებამოსილებაა დაამტკიცოს უნივერსიტეტის სამოქმედო და სტრატეგიული გეგმები, დაამტკიცოს უნივერსიტეტის ბიუჯეტი და წლიური ანგარიში. დირექტორთა საბჭო ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის დებულებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.