ალტე უნივერსიტეტი

ბიბლიოთეკა

ალტე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ორიენტირებულია თავის მომხმარებელს შეუქმნას კომფორტული, მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული და ადაპტირებული გარემო, მიაწოდოს სასწავლო და სამეცნიერო რესურსი და საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს საინფორმაციო სახის კონსულტაცია დაინტერესებულ მკითხველს.
ამჟამად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდი შედგება 10 000-ზე მეტი როგორც ბეჭდური, ასევე ციფრული ერთეულისგან. აღნიშნული ფონდი მოიცავს ყველა იმ ძირითად სასწავლო მიმართულებას, რომელსაც ახორციელებს უნივერსიტეტი: ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი, მედიცინა, სოციალური, ჰუმანიტარული, ტექნიკური მეცნიერებები და სხვა.
ჩვენი ბიბლიოთეკისთვის, პრიორიტეტს წარმოადგენს, თავისი მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უახლესი სასწავლო და სამეცნიერო პროდუქცია, რისთვისაც უზრუნველყოფს ღია წვდომას მთელ რიგ ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან.
ბიბლიოთეკა ღიაა მკითხველებისათვის ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ორშაბათი - პარასკევი 09:00–დან 20:00 საათამდე, შაბათს 10:00–დან 15:00-მდე.

საკონტაქტო ინფორმაცია : Tel: (+995) (32) 2402946 (შიდა 103)

ელ-ფოსტა : m.jamagidze@alte.edu.ge

t.khatisashvili@alte.edu.ge

მომსახურება

ალტე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ მიიღოთ ინდივიდუალური და/ან ჯგუფური კონსულტაცია საბიბლიოთეკო სერვისის, ბიბლიოთეკათშორისო მომსახურების, სამეცნიერო ბაზების მოხმარების, რეფერატების საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომების და კვლევით პროექტებზე მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

  • ინდივიდუალური კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბიბლიოთეკარს სამუშაო საათებში;
  • ბიბლიოთეკათშორისი მომსახურების მსურველებმა უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ დანართი 1) მკითხველს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად მაქსიმუმ 3 წიგნი მოითხოვოს. მოთხოვნილი ლიტერატურა ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში;
  • ჯგუფური კონსულტაციების და/ან ტრენინგების მსურველებმა უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი 2) კონსულტაციები ჩატარების დრო და ადგილი შეთანხმდება ჯგუფის წევრებთან;

 სააპლიკაციო ფორმები უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე: m.jamagidze@alte.edu.ge

სამეცნიერო ბაზები

  • Openedition Journals - ბაზაში შედის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სფეროს საუნივერსიტეტო გამომცემლობებისა და მცირე აკადემიური გამომცემლობების მიერ გამოცემული 160-ზე მეტი ჟურნალი. ბაზაში შემავალი ჟურნალების 80% ფრანგულენოვანია, თუმცა, მასში ასევე შედის ინგლისური, ესპანური, იტალიური და პორტუგალიურ ენოვანი მასალები.
  • doaj.org - ღია წვდომის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შედის სოციალურ, ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ, ტექნიკურ და სამართლის, სფეროში შემავალი პერიოდული გამოცემები.
  • www.opendoar.org - ღია წვდომის მონაცემთა ბაზა აერთიანებს მსოფლიოში ღია საცავების ჩამონათვალს. ამ ბაზის მეშვეობით შეგიძლიათ მოძებნოთ ღია წვდომის ონლაინ საცავები, გაეცნოთ ღია საცავების ჩამონათვალს, მათ სტატისტიკას და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მასალა.
  • roar.eprints.org - ღია წვდომის სამეცნიერო პროდუქციის საძიებო ბაზა, რომელშიც შესაძლებლობა გაქვთ, მოძებნოთ თქვენთვის სასურველი რესურსი, პუბლიკაცია, წიგნი, მონაცემები, ბაზები და ა. შ
    scopus.com - ის ბაზებზე წვდომის მიზნით, მიჰყევით და დარეგისტრირდით ბმულზე.
  • sciencedirect.com - ის რესურსებზე წვდომის მიზნით მიჰყევით და დარეგისტრირდით ბმულზე.
  • fundinginstitutional.com - Funding Institutional -ზე წვდომის მიზნით, მიჰყევით და დარეგისტრირდით ბმულზე.
  • Cambridge Journals Online https://www.cambridge.org/core - მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების დარგებს: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.
  • e-Duke Journals Scholarly Collection https://read.dukeupress.edu - მოიცავს მიმართულებებს: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.
  • Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books https://www.elgaronline.com - წარმოდგენილია ჟურნალები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულების შესახებ. წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ.
  • European Respiratory Journal https://erj.ersjournals.com - კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულება - წარმოდგენილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 12.339 შეადგენს.
  • IMechE Journals https://uk.sagepub.com/en-gb/eur/IMEchE - წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე. ჟურნალების ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია. საინჟინრო მიმართულების ჟურნალები სხვადასხვა სფეროში.
  • Mathematical Sciences Publishers Journals https://msp.org - მოიცავს 17 რეფერირებად ჟურნალს მათემატიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით, ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია.
  • Open Book Publishers E-books https://www.openbookpublishers.com - წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.
  • Royal Society Journals Collection https://royalsociety.org/journals - ბაზაში წარმოდგენილია: ბიოლოგიურ მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და მათი მომიჯნავე დისციპლინები.
  • SAGE Journals https://journals.sagepub.com - წარმოდგენილია სამეცნიერო სტატიები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროდან.

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები


მკითხველი ვალდებულია, გაეცნოს ბიბლიოთეკასა და სამკითხველო დარბაზში მომსახურების წესებს და დაიცვას აღნიშნული წესები.

ბიბლიოთეკიდან წიგნის გაცემასა და მიღებას აწარმოებს ბიბლიოთეკარი, ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს საბიბლიოთეკო საძიებო სისტემა - 
https://emis.alte.edu.ge/#/bib/catalogელექტრონული კატალოგით სარგებლობისთვის მკითხველი დარეგისტრირებული უნდა იყოს უნივერსიტეტის ელექტრონულ პროგრამაში სტუდენტის, აკადემიური/ სამეცნიერო ან ადმინისტრაციის პერსონალის სტატუსით.
ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება ერთჯერადად.


სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება საბაკალავრო სწავლების პერიოდში, ბიბლიოთეკის წევრობას ინარჩუნებს სამაგისტრო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც.


უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საბიბლიოთეკო რესურსებითა და სამკითხველო დარბაზით. მკითხველთა გაწევრიანება ხდება ელექტრონული ფორმით ბიბლიოთეკის მკითხველთა ბაზაში. ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.


ბიბლიოთეკიდან არ შეიძლება გაიცეს: 


  • წიგნი, რომელიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში;
  • პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები);
  • იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები;
  • ვიდეო და აუდიო მასალები;
  • ლექსიკონები;
  • ენციკლოპედიები;
  • სახელმძღვანელო - 1 სემესტრი, თუ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა; 
  • სახელმძღვანელო -10 დღე, თუ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა;
  • მხატვრული ლიტერატურა 2 თვე;
  • სხვა კატეგორიის წიგნი 14-30 დღე;


ბიბლიოთეკიდან ერთდროულად შესაძლებელია 3-4 წიგნის გატანა. წიგნის გაცემასა და მიღებას აწარმოებს ბიბლიოთეკარი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. პროგრამაში მითითებულია წიგნის გატანისა და დაბრუნების ვადები. მკითხველი ვალდებულია, მითითებულ ვადებში დააბრუნოს წიგნი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია გადავადება.


წიგნის დროულად არ დაბრუნების შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი პირობები:


  • წიგნის დაბრუნების ვადის გადავადება მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკართან პირადად შეთანხმებით;
  • წიგნის დაბრუნების ვადის გადადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა;


წიგნის დაუბრუნებლობის, დაბრუნებით დაგვიანების ან დაზიანების შემთხვევაში ვრცელდება შემდეგი წესები:


  • წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 14 დღის შემდეგ მკითხველი ვეღარ შეძლებს ბიბლიოთეკის სერვისებით სარგებლობას;
  • წიგნის დაბრუნების ვადიდან 30 დღის გასვლის შემდეგ გატანილი წიგნი ავტომატურად ითვლება დაკარგულად;
  • მკითხველი ვალდებულია, ჩაანაცვლოს დაკარგული ეგზემპლარი იმავე ან მსგავსი თემატიკის ეგზემპლარით;
  • თუ პირი შემჩნეულია წიგნის ან შესაბამისი მასალის ვადაგადაცილებით დაბრუნებაში შესაძლებელია, უარი ეთქვას ბიბლიოთეკიდან სათანადო ლიტერატურის გატანის უფლებაზე, დავალიანების მქონე სტუდენტებზე არ გაიცემა დიპლომი.


შენიშვნა: ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას გამონაკლისის სახით შეუძლია, მოითხოვოს წიგნის ან/და ბიბლიოთეკიდან გატანილი სხვა მასალის ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ დროს მომხმარებელი ვალდებულია, გამოთხოვილი მასალა დააბრუნოს შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველი ჩაითვლება დავალიანების მქონედ და მასზე გავრცელდება შესაბამისი სანქციები.


ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები;

  •  წიგნის სარგებლობის შემდეგ იგი უნდა გადაეცეს ბიბლიოთეკარს;


სამკითხველო დარბაზში აკრძალულია


  • მოწევა;
  • ხმაური;
  • წიგნის ან სხვა სასწავლო მასალის დაზიანება, აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს აბონენტისთვის ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმებას და დაჯარიმებას;