გასათვალისწინებელია, რომ სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის წინაპირობას წარმოადგენს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა.
ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება (ადმინისტრაციული რეგისტრაცია) იწარმოება 22 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე, ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი: 22 აგვისტო - 5 სექტემბერი
- მეორე ეტაპი: 9 - 16 სექტემბერი
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა, უნივერსიტეტს მიმართავს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
- განცხადება ჩარიცხვის თაობაზე (იხილეთ ბმული)
- პირადობის მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV)
- ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
- დიპლომის ასლი დამოწმებული ნოტარიულად
- დიპლომის დანართი (ასლი)
- საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების ამონაწერი
ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების, ბიზნეს ადმინისტრირების და სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩასაბარებლად, აუცილებელია კანდიდატმა წარმატებით გაიაროს გასაუბრება კომისიის წევრებთან, პროფესიული ცოდნისა და ინგლისური ენის ცოდნის (B2 დონე) დასადასტურებლად.