ხშირად დასმული კითხვები
Information for International students
უნივერსიტეტის შესახებ
მობ: (+995 32) 2402946 /48
ელ.ფოსტა: Info@Alte.Edu.Ge
ალტე უნივერსიტეტს აქვს 2018 წლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სრული ავტორიზაცია. ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტირებულია და ფინანსდება სახელმწიფო გრანტით.
ალტე უნივერსიტეტში მიღების წესები
- განცხადება
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი)
- ფერადი ფოტო-სურათი 2 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის) არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა ან მეურვის პირადობის მოწმობა.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც. ამასთან, ალტე უნივერსიტეტი არ აწესებს კომპეტენციის უფრო მაღალ ზღვარს ტესტის რომელიმე ნაწილში და არ განსაზღვრავს კონკრეტულად რომელ 3 ნაწილში უნდა იქნეს გადალახული ზღვარი.
- პირადობის მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV)
- ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
- დიპლომის ასლი დამოწმებული ნოტარიულად დიპლომის დანართი (ასლი).
2022 - 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობა ალტე უნივერსიტეტში იწყება.
2022 - 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობისთვის ალტე უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე - https://students.emis.ge/superphoto.jpg. რეგისტრაციის დროს უნივერსიტეტის ჩამონათვალში პირველ ადგილზე უნდა მიუთითოთ ალტე უნივერსიტეტი.
გარე მობილობის რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 30 იანვრის 12:00 საათიდან - 8 თებერვლის 18:00 საათამდე.
ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტებია:
- განცხადება უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- ატესტატი / დიპლომი (ასლი)
- სტუდენტის სასწავლო ბარათი
- მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
ჩარიცხვის შემდეგ წარსადგენი დოკუმენტები:
- ატესტატი (დედანი) / დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4
პროგრამები და მისაღები ადგილები:
საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამა | ||
პროგრამის დასახელება | ადგილები | პროგრამის სტანდარტული ფასი |
ბიზნესის ადმინისტრირება | 50 | 2250 |
საერთაშორისო ურთიერთობები | 50 | 2250 |
ტურიზმი | 50 | 2250 |
სამართალი | 50 | 2250 |
ფსიქოლოგია | 50 | 2250 |
მედიცინა (ინგლისურენოვანი) | 50 | 4950 |
სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი) | 50 | 4450 |
სამაგისტრო პროგრამები | ||
პროგრამის დასახელება | ადგილები | პროგრამის სტანდარტული ფასი |
ბიზნესის ადმინისტრირება | 50 | 2900 |
სამართალი | 50 | 2900 |
ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთოხება | 50 | 4500 |