ალტე უნივერსიტეტი

აღმასრულებელი განათლება

აღმასრულებელი განათლების მიღება როგორც წესი უნივერსიტეტებში არ ხდება, ძირითადად არასაკრედიტოა და არ გაიცემა დიპლომი. თუმცა აღმასრულებელი განათლების პროგრამა ძალიან ეფექტურია და ეხმარება კვალიფიციურ კადრებს სხვა მნიშვნელოვანი და პროფესიული უნარების განვითარებაში. ალტე უნივერსიტეტს აქვს შემუშავებული აღმასრულებელი განათლების პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია ლიდერობის სპეციფიკური უნარების გაუმჯობესებაზე, როგორიცაა დარწმუნება, მოლაპარაკება, გუნდის შექმნა და ეფექტური კომუნიკაცია. აღნიშნული პროგრამები ძალაში შევა 2022 წლიდან, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმაონ ცოდნა და გაიუმჯობესონ ის უნარები რაც მათ სჭირდებათ პროფესიული განვითარებისთვის.