17 ოქტომბერის ალტე უნივერსიტეტში სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ეგიდით გაიმართება ფორუმი, რომელიც სამართალზე ტექნოლოგიური მიღწევების გავლენას შეეხება.
ფორუმის მომხსენებელი იქნება პროფესორი ზვიად გაბისონია, თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიის გავლენა სამართალზე: ხელოვნური ინტელექტი და ინტერნეტ სამართალი პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში“.
ამავდროულად, გაიმართება პროფესორ გაბისონიას მიერ 2022 წელს გამოცემული წიგნის: „ინტერნეტ სამართალი და ხელოოვნური ინტელექტი“, პრეზენტაცია და წიგნის განხილვა.
ქართულ იურიდიულ სამეცნიერო რეალობაში ეს არის პირველი შემთხვევა ამ სფეროში დარგობრივი სახელმძღვანელოს შექმნისა, რაც თავის მხრივ, სწორედ რომ აღნიშნული სამართლის დარგის, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული კორპუსის, ჩამოყალიბებას უდებს დასაბამს.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ როგორც იურისტებს - (სამართალმცოდნეები, მოსამართლეები, ადვოკატები, სტუდენტები), ასევე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.