ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტში, 7 დეკემბერს ტარდება საჯარო დისკუსია თემაზე: ,,რუსეთის სამხედრო აგრესია და იძულებით გადაადგილებული პირები“.
საჯარო დისკუსია შეეხება რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში და მის შედეგებს, კერძოდ, ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების სამართლებრივ და უფლებრივ მდგომარეობას.
ღონისძიების მთავარი მომხსენებელი იქნება "ალტე უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი გიგა ლემონჯავა, მოდერატორი - სამართლის სკოლის დეკანი, ქეთევან ცხადაძე. დისკუსიის შემდეგ უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოში მცხოვრები უკრაინელი დევნილების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა - გაყიდვა.