18 მარტს ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით იმართება კონფერენცია კრიტიკულად მნიშვნელოვან თემაზე - რუსეთის ომი უკრაინაში.
კონფერენცია გაიხსნება მარიამ მიქიაშვილის - St. Andrews-ს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პოსტსაბჭოთა ევროპისა და ცენტრალური აზიის უსაფრთხოების, იდენტობისა და მმართველობის მკვლევრის - სიტყვით.
ღონისძიების მიზანია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიების ამოცანა:
- სფეროს ექსპერტების მიერ კრიზისის ანალიტიკური შეფასება დეზინფორმაციის;
- პროპაგანდის და მათი თავიდან არიდების გზების იდენტიფიცირება;
- მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარების განხილვა.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან
13:10-14:30
უკრაინაში რუსეთის ომის სტრატეგიული ანალიზი - დავით სიხარულიძე, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
უკრაინაში რუსეთის ომის სტრატეგიული შეფასება - ბობ ჰემილტონი [TBC], აშშ-ს საელჩო.
ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტის შეცვლა - ჯონ ბუშიჰედი, აშშ-ს არმიის ლეიტენანტი პოლკოვნიკი (რეტ.), ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მაგისტრი, აშშ-ს საზღვაო ასპირანტურის სკოლა.
რუსეთის ომის პოლიტიკური და უსაფრთხოების დინამიკა უკრაინის ომში- ბათუ ქუთელია, ალტე უნივერსიტეტის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი.
უკრაინაში რუსეთის ომის სამართლებრივი კვალიფიკაცია- გიგა ლემონჯავა, ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი
უკრაინასთან რუსეთის ომის კიბერ განზომილება - ანდრო გოცირიძე, კიბერ სტრატეგიის კონსულტანტ-მკვლევარი.
მოხსენებების შემდეგ დრო დაეთმობა დისკუსიას.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს