ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებს იწვევს ქართული ენისა და ლიტერატურის სამ დღიან ტრენინგზე.
ვორქშოფის ფარგლებში აბიტურიენტები შეისწავლიან ქართული ენისა და ლიტერატურის სტრუქტურას, ასევე გაეცნობიან ისეთ გადამწყვეტ საკითხებს, რაც მათ დაეხმარებათ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში.
ტრენინგს გაუძღვება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ქუთათელაძე.
ტრენინგის განრიგი
🗓 12 თებერვალი 14 საათი - აბიტურიენტები გაეცნობიან რა სიახლეებია 2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდის სტრუქტურაში.
🗓 13 თებერვალი 12 საათი- აბიტურიენტები ნახავენ თხზულების ნიმუშებს და თავადაც შეძლებენ გამოსცადონ საკუთარი თავი წერაში.
🗓 16 თებერვალს 13:30 საათზე- აბიტურიენტები გაანალიზებენ ნამუშევრებს და გაეცნობიან ტექნიკურ რესურსებს.
📍ვორქშოფი ჩატარდება ონლაინ, პლატფორმა ზუმის საშუალებით.
👉 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს t.ly/df0