12-13 ივლისს ალტე უნივერსიტეტში მომავალი მაგისტრანტებისთვის ჩატარდება ვორქშოფი თემაზე „პრაქტიკული ლიდერობა“.
ვორქშოპის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ლიდერობის უნარების განვითარების ჯონ მაქსველის ძალიან საინტერესო თეორია, რომელიც გადმოცემულია წიგნში „ლიდერობის 5 დონე“. ვორქშოფი დაეხმარება მონაწილეებს გააცნობიერონ საკუთარი ლიდერობის პოტენციალი, შეცვალონ დამოკიდებულება საქმის, საკუთარი თავის და გარე ფაქტორების მიმართ. გარდა ამისა, მონაწილეები შეძლებენ განავითარონ პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ პოზიტიური ცვლილებების განხორციელება საკუთარ ცხოვრებაში, ორგანიზაციაში და საზოგადოებაში.
ვორქშოპზე თეორიული სწავლების პარალელურად იქნება დისკუსია და სხეულებრივი სავარჯიშოები.
ვორქშოპს გაუძღვება ბიზნეს სკოლის დეკანი ნანა მიქაშავიძე.
გაითვალისწინეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.