5 და 6 თებერვალს ალტე უნივერსიტეტის კამპუსში 12 საათიდან 18 საათამდე გაიმართება მინი ლექციები აბიტურიენტებისთვის.
ღონისძიების მიზანია, დაეხმაროს აბიტურიენტს საკუთარ ინტერესებში გარკვევასა და სწორი პროფესიის არჩევაში. აბიტურიენტები ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გამოცდიან ერთ დღიან სტუდენტობას და შეხვდებიან მომავალ ლექტორებს.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ლექტორები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე წაიკითხავენ მინი ლექციებს, სადაც აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ მათთვის სასურველი პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ლექციას.
სალექციო განრიგი
🗓5 თებერვალი - საერთაშორისო ურთიერთობები
- დავით ბუჯიაშვილი - საქართველოს ევროპული გზა
- გიორგი კობერიძე - ნატო და საქართველო
- გიგა ლემონჯავა - საქართველოს ადგილი მსოფლიო რუკაზე
🗓 5 თებერვალი- სამართალი
- ნიკა ასვანუა - რა არის პერსონალური მონაცემები?
- ქეთევან ცხადაძე - იურისტის პროფესია და სტანდარტები
🗓5 თებერვალი - ფსიქოლოგია
- ნინო ქიტოშვილი-ფსიქოლოგიის როლი პიროვნების განვითარებაში
- ლიკა მერაბიშვილი - განათლების ფსიქოლოგია
- მარი ბახტაძე - იურიდიული ფსიქოლოგია
- მაია მინაშვილი - ფსიქოთერაპია
- გვანცა ბარაბაძე - ლიდერობის ფსიქოლოგია
🗓 5 თებერვალი -ჟურნალისტიკა
- ლევან გახელაძე - კოვიდ-ეპიდემია და მედია
- თიკო ანჯაფარიძე - ინტერნეტ ჟურნალისტიკა და მედია
- ლადო მკერვალიშვილი - მედია და ადამიანის უფლებები
🗓 5 თებერვალი- ინგლისური ფილოლოგია
- სოფიო მორალიშვილი - Identity and Determinaation
- თინათინ კურდღელაშვილი - Inventions that changed the world
- ხატია შევარდნაძე - რა არის კრიტიკული აზროვნება?
- ილია პაჭკორია - ინგლისური ლიტერატურა და შექსპირის სამყარო
🗓 6 თებერვალი - ბიზნესის ადმინისტრირება
- ქეთევან ბოკუჩავა - ლიდერობა
- ნინო ქიტოშვილი - რეკლამის ფსიქოლოგია
- ნინა ანდრიაძე - დიზაინ აზროვნება
- თორნიკე მათითაშვილი - პროდუქტის დიზაინი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს t.ly/RNwi