აბიტურიენტების კლუბი და ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის.
თემა: ბულინგი
კონკურსის მიზანია, სკოლის მოსწავლეებისათვის ცნობიერების ამაღლება ბულინგის შესახებ.
ბულინგის მაგალითებს ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა სახით. მნიშვნელოვანია, ესეს ავტორმა წარმოადგინოს მისი ხედვა და დამოკიდებულება, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. ესე უნდა მომზადდეს:
- ქართულ ენაზე;
- ვორდის ფორმატში, Sylfaen შრიფტით, ფონტის ზომა 12;
- ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 350 და მაქსიმუმ 500 სიტყვას;
- გადმოგზავნისას მიუთითეთ:
- ავტორის სახელი, გვარი;
- სკოლა/კლასი;
- საცხოვრებელი ქალაქი/სოფელი, ტელეფონის ნომერი, ნაშრომის სათაური.
ნამუშევრები მიიღება შემდეგ ელ-ფოსტაზე: schools@alte.edu.ge, 31 მარტამდე.
სპეციალური კომისიის შეფასების საფუძველზე კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ესეს ავტორები დაჯილდოვდებიან.
გამარჯვებულები გამოცხადდებიან ჯგუფში, აბიტურიენტების კლუბი, ლაივის მეშვეობით, 5 აპრილს.