ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის 105 წლისთავთან დაკავშირებით, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის, თემაზე: „1921 წლის კონსტიტუცია - დემოკრატიის საფუძველი“.
X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა, უნდა წარმოადგინონ ნაშრომი, სადაც არგუმენტირებული მოსაზრებების საფუძველზე განმარტავენ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია და როგორია მისი როლი თანამედროვე სამყაროში.
კონკურსის მიზანია, სკოლის მოსწავლეებისათვის ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების პოპულარიზაცია და 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობის გააზრება.
საკონკურსო პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს საავტორო უფლებების, კვლევის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დაცვით.
ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ესე უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე;
- ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 350 და მაქსიმუმ 500 სიტყვას;
- ესე უნდა მომზადდეს ვორდის ფორმატში;
- ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen შრიფტით, ფონტის ზომა 12
- ავტორის სახელი, გვარი;
- სკოლა/კლასი;
- ნაშრომის სათაური.
ნამუშევრების მიღება მიმდინარეობს ელ-ფოსტზე: schools@alte.edu.ge.
გთხოვთ, ფაილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა. ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 9 მარტი.
სპეციალური კომისიის შეაფასების საფუძველზე კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ესეს ავტორები დაჯილდოვდებიან.

