ალტე უნივერსიტეტი

საუნივერსიტეტო ფონდი



„ალტე უნივერსიტეტი“ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 20 წლიანი გამოცდილებისა და ისტორიის მქონე სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 13 ქვეყნის 2 100-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს 4 სკოლაში: ბიზნესის სკოლა, მედიცინის საერთაშორისო სკოლა სამართლის სკოლა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა. ამჟამად უნივერსიტეტი ახორციელებს 15-მდე აკადემიურ პროგრამას, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.

ალტე უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია მაქსიმალურად მეტი სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ,  2021 წლიდან შეიქმნა საუნივერსიტეტო ფონდი, რომლის მიზანიც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საგანმანათლებლო სივრცეში კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაა.

ფონდში ყოველწლიურად შემოსული შემოწირულობის 30% რეზერვდება, ხოლო დარჩენილი თანხის 30% კვლევების დაფინანსებას, 70% კი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდება. მიმდინარედ 9 პარტნიორის მიერ დარეზერვებულია 200 000-ზე მეტი ლარი.

სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა განკუთვნილია:

  • მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის;
  • სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის. რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგებით გამოირჩევიან;
  • უნივერსიტეტის სტიპენდიატებისთვის;
  • უნივერსიტეტის პროექტებში გამარჯვებული აბიტურიენტებისთვის;

კვლევის დაფინანსების შესაძლებლობა განკუთვნილია:

  • ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც სფეროსთვის აქტუალური საკითხის კვლევით პროექტებს წარმოადგენს.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ვანო ბალიაშვილი
აღმასრულებელი დირექტორი | საუნივერსიტეტო ფონდი
ელ. ფოსტა: v.baliashvili@fund.alte.ge

მარიამ მეღვინეთუხუცესი
საბჭოს წევრი | საუნივერსიტეტო ფონდი
ელ. ფოსტა: m.meghvinetukhutsesi@fund.alte.ge
საუნივერსიტეტო ფონდი

შეამოწმეთ უახლესი ამბები

SPECIAL ANNOUNCEMENT OF THE PRESIDENT OF ALTE UNIVERSITY REGARDING “ADVISORY TO INDIAN STUDENTS SEEKING ADMISSION IN GEORGIA”

SPECIAL ANNOUNCEMENT OF THE PRESIDENT OF ALTE UNIVERSITY REGARDING “ADVISORY TO INDIAN STUDENTS SEEKING ADMISSION IN GEORGIA”

SPECIAL ANNOUNCEMENT OF THE PRESIDENT OF ALTE UNIVERSITY REGARDING “ADVISORY TO INDIAN STUDENTS SEEKING ADMISSION IN GEO...

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური თანამდებობების კონკურსის შედეგები ცნობილია

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური თანამდებობების კონკურსის შედეგები ცნობილია

ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აკადემიური თანა...