ალტე უნივერსიტეტი

ლიდერობის კლუბი

ალტე უნივერსიტეტში შეიქმნა "ლიდერობის კლუბი", რომელსაც ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი თედო ჩაკვეტაძე.
ლიდერობის კლუბის მიზანია ჩამოაყალიბოს და მეტად განავითაროს სტუდენტებში ლიდერული უნარ-ჩვევები.
კლუბი საშუალებას აძლევს სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში თამაშების, კინოჩვენებების, ტრენინგების, საჯარო ლექციების და სხვადასხვა აქტივობების დახმარებით, გამოავლინონ საკუთარი უნარები და განივითარონ ლიდერული თვისებები.
  • ლიდერობის კლუბის მიერ პირველი პროექტი ჩატარდა 17 მარტს, სადაც მარინუს მასკანტმა ლიდერობის სხვადასხვა კონტექსტის შესახებ მასტერკლასი ჩაატარა. მასტერკლასს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

იხილეთ ფოტოები

  • ლიდერობის კლუბის ორგანიზებით 8 მაისს ჩატარდა შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მორაგბე გია ლაბაძესთან. გია ლაბაძემ შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და ლიდერულ უნარ-ჩვევებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერობის კლუბის წევრები. 

იხილეთ ფოტოები

  • 25 მაისს ალტე უნივერსიტეტში ლიდერობის კლუბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სანდრო ჯეჯელავასთან. ალექსანდრე ჯეჯელავამ კლუბის წევრ სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი, როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება. კონკრეტული მაგალითების საფუძველზე საინტერესოდ აღწერა ის მნიშვნელოვანი თვისებები რომლებიც დამახასიათებელია ლიდერობისთვის. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და სტუდენტებს მიეცათ საშუალება დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები აღნიშნული თემის ირგვლივ.

იხილეთ ფოტოები