ალტე უნივერსიტეტი

დებატების, მოლაპარაკებებისა და საჯარო გამოსვლების კლუბი

ალტე უნივერსიტეტში შეიქმნა „დებატების, მოლაპარაკებებისა და საჯარო გამოსვლების კლუბი“, რომელსაც ხელმძღვანელობს სამართლის სკოლის სტუდენტი ხათუნა ფანცულაია.
კლუბის მიზანია სტუდენტებს სხვადასხვა აქტივობების საშუალებით განუვითაროს კრიტიკული აზროვნების, თავდაჯერებული კომუნიკაციის, ემოციების კონტროლის, ჯანსაღი არგუმენტაციის, გუნდური მუშაობის და ორატორული გამოსვლის უნარ-ჩვევები.
კლუბის მიერ დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მონაწილე სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.

  • დებატების, მოლაპარაკებებისა და საჯარო გამოსვლების კლუბის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი თემაზე კარლ პოპერის ფორმატის დებატები. ტრენინგს უძღვებოდა ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი რუსუდან ჯამასპიშვილი. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კარლ პოპერის ფორმატის დებატების შესახებ. 

იხილეთ ფოტოები

  • 12 მაისს დებატების, მოლაპარაკებებისა და საჯარო გამოსვლების კლუბის ინიციატივით გაიმართა კარლ პოპერის ფორმატის სტუდენტური დებატები თემაზე სახელმწიფო სერვისების პრივატიზაცია. დებატებში მონაწილეობდნენ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები, ისინი ოთხ მოდებატე გუნდად გადანაწილდნენ, საიდანაც ჟიურის წევრებმა ორი ფინალისტი გუნდი გამოავლინა. 

იხილეთ ფოტოები

  • 27 მაისს დებატების, მოლაპარაკებებისა და საჯარო გამოსვლების კლუბის ინიციატივით გაიმართა კარლ პოპერის ფორმატის სტუდენტური დებატების ფინალი თემაზე: სახელმწიფო სერვისების პრივატიზაცია. დებატებში მონაწილეობდნენ ალტე უნივერსიტეტის აღნიშნული კლუბის წევრი სტუდენტები. ფინალში მოდებატე ორი გუნდიდან ჟიურიმ გამოავლინა ერთი გამარჯვებული გუნდი. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს დამატებით სიმბოლური პრიზები.

იხილეთ ფოტოები