ალტე უნივერსიტეტი

განვითარების პროგრამა

უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ალტე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების განვითარების პროგრამა, რომელიც მათ კარიერულ და პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული.

ცენტრი კურსდამთავრებულებს ორი წლის განმავლობაში სთავაზობს ისარგებლონ უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ცენტრის მიერ შემოთავაზებული სერვისებით. საშუალება აქვთ დაესწრონ უნივერსიტეტში გამართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და ტრენინგს. ასევე კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით.

კარიერული ზრდის ცენტრი ნებისმიერ კურსდამთავრებულს ეხმარება რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის, ინტერვიუსთვის მომზადებასა თუ სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენაში. აქტიურ კურსდამთავრებულებთან ალტე უნივერსიტეტი მათი დასაქმების შემდეგაც არ წყვეტს ურთიერთობას და მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს.

ცენტრი უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებისათვის სისტემატურად განახლებადი ვაკანსიების და დამსაქმებელთა მოთხოვნების მიწოდებას.