კარიერული განვითარება
უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ცენტრის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ხელშეწყობა.
ცენტრის ორგანიზებით ალტე უნივერსიტეტი თანამშრომლობს არაერთ კომპანიასთან, სადაც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში სტაჟირების გავლის და შემდეგ დასაქმების.
ცენტრი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების მიზნით მაქსიმალურად უზრუნველყოფს დამსაქმებელთა ბაზის შექმნას, სემინარების, შეხვედრების და დასაქმების ფორუმების გამართვას, ასევე სტუდენტების ინფორმირებას შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებისა და პერსპექტივების შესახებ.
მნიშვნელოვანია ისიც რომ ცენტრი სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს ეხმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და კარიერის სწორად წარმართვაში.
ასევე, ხელს უწყობს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და ამ მიზნით კონკრეტული თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაში.
უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ცენტრი მაქსიმალურად ეხმარება სტუდენტებს შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით განუვითაროს ისეთი უნარები როგორიცაა: გასაუბრების ტექნიკა, სამოტივაციო წერილის და რეზიუმეს სწორად წერა,თვითპრეზენტაცია დამსაქმებლის წინაშე და სხვ.
ცენტრს კურსდამთავრებულებთან აქვთ უწყვეტი კონტაქტი და უზრუნველყოფენ მათი კარიერის წარმატებით განვითარებას.